მხიარული არდადაგები - ზამთრის სეზონი
მხიარული არდადაგები - ზამთრის სეზონი

 

”არ დაიდარდოს” ეთერში მხიარული არდადაგები - ზამთრის სეზონი დაბრუნდა. პირველი გადაცემა სამთხო სათხილამურო კურორტ გუდაურს დაეთმო.

 

გუდაური - სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე.

სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ჯალამბარის მეშვეობით ადიოდნენ.

 

 

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი:

 

- რა სიახლეებია წელს გუდაურში?

 

- წელს უამრავი სიახლით შეხვდა კურორტი დამსვენებელს. მოვახერხეთ და ხელოვნური საფარი გავაკეთეთ, რის შედეგადაც მცირე ნალექის მიუხედავად სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნა და ძალიან ბევრი ვიზიტორი მივიღეთ. გუდაურში მაღალი ხარისხის თოვლი გვაქვს, ჩართულია ყველა საბაგირო და არის ბევრი დამსვენებელი. ხელოვნური თოვლი უფრო ხისტია და ამის გამო ზოგისთვის მასზე სრიალი სიამოვნებაა, ზოგისთვის კი არა.

 

- როგორია წელს ტურისტების ნაკადი?

 

- ძალიან ბევრი ტურისტი მივიღეთ, მაქსიმალურ დატვირთვას კი თებერვლის დასაწყისიდან ველით. გზა კარგია, შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილებით სარგებლობა.

 

- რა გასართობი საშუალებებია წარმოდგენილი?

 

- გუდაურში თებერვლის დასაწყისიდან დაიწყება შეჯიბრებები, საქართველოს ჩემპიონატის ეტაპიც ჩატარდება. იხსენება კარავში დისკოტეკა, დაემატა რამდენიმე რესტორანი და პიცერია.

 

- როგორია სამომავლო გეგმები?

 

- ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთი ტრასის გათოვლიანებასაც, ეს კი ნიშნავს, რომ ევროპული ხარისხის კურორტი გვექნება და საშუალება მოგვეცემა დეკემბრის დასაწყისიდან გავხსნათ კურორტი, სასტუმროებს კი შეეძლებათ დაგეგმონ სეზონი. მიდის მოლაპარაკებები ახალ საბაგიროსთან დაკავშირებით და ვნახოთ რა გამოვა.

 

http://turebi.ge/-ს ადმინისტრატორი სალომე ლილუაშვილი:

 

 

- 1-2 დღიანი ტურები დასაქმებულ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც მხოლოდ შაბათ კვირას ახერხებენ ქალაქიდან გასვლას. ერთ დღიანი ტურების ღირებულება სულ რაღაც 20 ლარიდან 45 ლარამდე მერყეობს. ამ თანხაში შედის როგორც წესი ტრანსპორტირება, ერთჯერადი კვება, ფოტოგრაფის მომსახურება და კომპანიის გამყოლი. ასევე გზად ანანურის სამონასტრო კომპლექსის მონახულებაც მოიაზრება. ორ დღიანი ტურის შემთხვევაში საფასური 100 ლარამდე ადის და იგულისხმება საოჯახო სასტუმრო და ერთჯერადი, ან სამჯერადი კვება.

 

 

მხიარული არდადეგები ინფორმაციას არა მხოლოდ ქართულ კურორტებზე გაწვდით, ამჯერად თქვენს ყურადღებას შარმ-ელ-შეიხზე შევაჩერებთ.

 

 

ეგვიპტეში ჩასულ ყველა ტურისტს შორის ნახევარზე მეტი შარმ ელ შეიხში ჩასვლას ირჩევს. ტურები შარმ ელ შეიხში ყველა ქვეყნისა და ასაკის წარმომადგენელს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამ კურორტის სასტუმროები ეს აღმოსავლური სანაპირო ეკლექტიკაა, რომელიც არქიტექტურული ასამბლეის შესახებ არსებული ტრადიციული მიდგომის ერთგვარი გამოწვევაა. შარმ ელ შეიხის სასტუმროები ყველაზე თანამედროვეა, ყველაზე ძველი სასტუმრო  10 წლის ისტორიას ითვლის.

 

კურორტზე ყველაზე საინტერესო ადგილი, უდავოდ, პლაჟია. იმის მიუხედავად, რომ ხშირ შემთხვევაში, წყალში შესვლა ფსკერზე არსებული რიფების გამო, რთულია, ბევრი დასვენების სხვა სახეებს, ამ პლაჟზე დასვენებას ამჯობინებს. ახლა რიფების პრობლემა გადაწყვეტილია, მათზე სპეციალური ხიდებია ნაგები, რომელზე დაშვებისთანავეც საკმარის სიღრმეში ხვდები. ბევრისთვის ეს მოუხერხებელია, ამიტომაც ის, ვინც ბავშვებით ისვენებს, გასუფთავებული ფსკერის მქონე სანაპიროს ამჯობინებს.

 

ასეთი პლაჟების რიცხვი ძალიან ცოტაა, თუმცა არსებობს. შარმ ელ შეიხში დასვენება საუკეთესოა მათთვის, ვინც დაივინგით არის გატაცებული.

შარმ ელ შეიხი მხოლოდ პლაჟი და დაივინგი როდია. კურორტზე ბევრი სხვა სახის გართობის საშუალებაა. საღამოობით საუკეთესოა ფეხით გასეირნება. ასევე ხშირად შეხვდებით ტურისტებს ველოსიპედებით. ბავშვები ხშირად დაჰყავთ წყალქვეშა სილამაზის დასათვალიერებლად. ეს სპეციალური, გამჭვირვალე ნავით ხდება, საიდანაც წყალქვეშ არსებული სილამაზის დანახვა შეიძლება. იმისთვის, რომ ყველაზე საინტერესო რამ იხილოთ, საჭიროა ღამეს დაელოდოთ. ამ დროს ქალაქი ცოცხლდება, ბარებიდან მხიარული სიცილი და საუცხოო მუსიკა ისმის.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.


ფოტოები