ზამთრის სეზონი - რას სთავაზობს ბაკურიანი დამსვენებელს?
ზამთრის სეზონი - რას სთავაზობს ბაკურიანი დამსვენებელს?

არ დაიდარდოს ეთერში ”მხიარული არდადეგები - ზამთრის სეზონის” მორიგი გადაცემა გავიდა. ამჯერად თქვენს ყურადღებას ბაკურიანს დავუთმობთ.

 

ბაკურიანი ერთ-ერთი ულამაზესია სამთო სათხილამურო კურორტებს შორის და ამავე დროს საუკეთესო კურორტია არა მარტო პროფესიონალი მოთხილამურეებისათვის, არამედ დამწყებთათვისაც.

 

მზის ხანგრძლივი ნათება, მაღალი მთის კლიმატი, ზომიერი თოვლი, სხვადასხვა სირთულის 12 სათხილამურო ტრასა, ულამაზესი ხედები, განთქმული ქართული სამზარეულო და ოჯახური სიმყუდროვე - დაუვიწყარს ხდის აქ გატარებულ ზამთარს!

 

ბაკურიანი საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანში დასვენება წლის ყველა დროს სასარგებლო და საინტერესოა: ტყიანი მთები, მინერალური წყაროები, ბორჯომის ხეობის უნიკალური ბუნება ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის საწინდარია.

 

ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი მარიკა მაკიევი.

 

- სეზონი გაიხსნა, თოვლიც მოვიდა, როგორია ბაკურიანი წლევანდელ სეზონზე?

 

- 25 დეკემბრიდან დაიწყო სეზონი, ამ დროიდან გახლდათ დაჯავშნილ საოჯახო სასტუმროები და სასტუმროები. მართალია თოვლი გვიან მოვიდა, მაგრამ უკვე 20 ათასი სტუმარი მივიღეთ. დიდ-ველის სასრიალო ტრასაზე ხეოვნური საფარი გაკეთდა, მხოლოდ 2-3-ჯერ დაგვჭირდა ამ პროცედურის ჩატარება, რადგან დილას და საღამოს ყინვაა და თოვლის საფარი ნარჩუნდება. თოვლი ძალიან მაღალი ხარისხის არის. არის ტურები ტაბაწყურის ტბაზე. არის ბურანები, კვადროციკლები, ცხენები და ძალიან მოსწონთ ტურისტებს ასეთი ტურები. ბაკურიანი გარდა იმისა, რომ ბევრ გასართობს გვთავაზობს, აქ ბევრი საოჯახო სასტუმროა. ფასები იქყება 10 ლარიდან და ადის 45 ლარამდე. რაც შეეხებათ ბავშვებს, ხუთ წლამდე ყოველთვის არის უფასო მათთვის, 10 წლამდე კი ნახევარი ფასია.

 

- როგორია ამ დროისთვის ტურისტების აქტივობა?

 

- იავარში უცხოელები სჭარბობენ, ამჟამად კი ის პერიოდია როდესაც მშობლები ისვენებენ პატარებთან ერთად, შემდეგ კი სტუდენტობასაც ველოდებით. მოსალოდნელია ინფრასტრუქტურული ცვლილებები, კოხტა გორა ამ დროისთვის არ მუშაობს და არის პროექტი რომ ის გაკეთდეს. დაემატა ასევე ბევრი სასტუმრო და საოჯახო სასტუმრო.

 

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო ”კრისტალის” დირექტორი ქალბატონი ქეთი ხარაძე:

 

 

- როგორია თქვენი სასტუმრო?

 

-კარგად ჩაიარა სეზონმა, ცოტა ხანში ტურისტების ახალ ტალღას ველოდებით. ჩვენ გვაქვს სასტუმროების ქსელი, მომხმარებელს ვთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, რომელშიც შედის სამჯერადი კევბა, სპა ცენტრი, აუზი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი. ჩვენს სასტუმროს ემსახურება შატლი და სტუმრები დაგვყავს დიდველის საბაგირომდე და უკან. თუ არის მოთხოვნა, ტაბაწყურის ტბაზე ტურების ორგანიზებასაც ვახდენთ.

 

- როგორი ფასებია სასტუმრო ”კრისტალში”?

 

- ფასები სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება. 114-დან 150 დოლარამდეა ორე ადგილიანი სტანდარტული ნომრების ფასები. ამ თანხაში შედის ყველა ზემოთ აღნიშნული მომსახურება. გვაქვს ფასიანი მომსახურებებიც - ბარები, რესტორნები, საბილიარდო, თხილამურების გაქირავება და ა. შ.

 

ბაკურიანიდან გოაში გადავინაცვლოთ:

 

 

ინდოეთი ტურისტებისთვის ერთ-ერთ საინტერესო და გამორჩეულ ადგილს წარმოადგენს თავისი კულტურით, უჩვეულო გარემოთი და სილამაზით.

ეს არის ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ინდოეთი 2 საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე იყო დიდი ბრიტანეთის კოლონია, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თანდათან გადალახა ეკონომიკური სიდუხჭირე და ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ იქცა.

 

ინდოეთში, ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია გოა, რომლის ოქროსფერი პლაჟები და ნოტიო ტროპიკების უმდიდრესი ბუნება მას განუმეორებლობასა და იდუმალებას ანიჭებს.

 

გოა - ეს ის ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია დაისვენოს ისე, როგორც მას სურს. შეგიძლიათ გაისეირნოთ პლაჟზე ან ველურ ბუნებაში და გაეცნოთ ადგილობრივების წეს-ჩვეულებებს.

 

აქ თქვენ ნახავთ შესანიშნავ სასტუმროებს, კარგად ორგანიზებულ დასვენების ინფრასტრუქტურას, დიდებულ პლაჟებსა და თბილ ზღვას. შეგეძლებათ გაისეირნოთ წყლის ველოსიპედებით, მიიღოთ მზის აბაზანები, გაეცნოთ წყალქვეშა სამყაროს. აქვეა პატარა კაფეები, სადაც ძალიან იაფად მოგიმზადებენ უგემრიელეს ზღვის პროდუქტებს. 7 დღიანი ტურის ღირებულება გოაში 2 ადამიანზე 1200 $-დან იწყება.

 

აუდიო ჩანაწერი

 


You must have Flash Player installed in order to see this player.

 


 

ფოტოები