ფრენაზე ვგიჟდები, ყველაზე დიდი ”კაიფია”

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ნუცა შანშიაშვილი ესტუმრა.


რა ხდება შენსკენ?


ჩამოვედი ორი კვირის წინ, მომენატრა თბილისი. იცი როგორ ამეწყო ცხოვრება? წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე მიწევს ცხოვრება, წელს ნიუ იორკში ვიწყებ, თებერვალსა და მარტში მაიამიში ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი, ივნისამდე კი თბილისში ვარ ხოლმე. წელსაც აქ ვიქნები ამ პერიოდში, თუმცა ევროპაში თბილისიდან ვივლი. არ ვგრძნობ თავს მოწყვეტილად არცერთი ტერიტორიიდან, ალბათ ამისი მიზეზი ის არის, რომ თავისუფლად შემიძლია ვიარო ყველგან სადაც მსურს. ვცხოვრობ სამ ქალაქში - ნიუ იორკი-თბილისი-მოსკოვი. 2002 წლიდან ასე ვარ. მოსკოვში თეატრალული სამყარო მაქვს, ნიუ იოკრში ვწერ მუსიკას ვირტუოზებთან ერთად, ვაკეთებ ქართულ სიდის, თბილისში კი ვხატავ.  ჩემი მიზანია ის ”საუნდი”, რომელიც მხოლოდ ამერიკაში კეთდება, მეც გავაკეთო. ხმის ჟღერადობა, აკუსტიკა... რაღაც სასწული ”საუნდით” არის. 2011 წელს ბროდვეიზე მქონდა გრანდიოზული კონცერტი, იქაური ჯაზ წრისთვის ახალი ხილი ვიყავი, ძალიან მოეწონათ. იქ გავიცანი ედსელ გომესი. როდესაც ქართული სიმღერების სიდის გაკეთების იდეა წამოვიდა, რადგან მიცნობდნენ, უპრობლემოდ დამთანხმდნენ. ედსელ გომესმა სხვათაშორის მითხრა კიდეც, რომ ქართულ ენაში ჯაზის ინტონაციები გაქვთო.


მონაწილეობდი სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში...


ისეთი ხასიათი მაქვს, რაც მოხდა, ის აღარ მენატრება. რა იქნება მომავალში, ვნახოთ. ”ვოისში” ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. შოუ ბიზნესი ვითარდება იქ, სადაც მდიდარი ქვეყანაა, სადაც ხალხი არ არის მშიერი. პროექტში მისვლას აზრი აქვს თვითონ მუსიკოსისთვის, იღებს დიდ გამოცდილებას. 1995 წელს 20 წლის ასაკში მეც გამოვედი კონკურსზე, ”ო-ერ-ტე”-ზე მატრიალებდნენ, თან იცით რა დროს? 21:00 საათზე ”ვრემია” სანამ დაიწყებოდა. წარმატრება სწორედ კონკურსმა მომიტანა. მიმართლებდა კიდეც რა თქმა უნდა. ყველაფერი იღბალია, ასეა ნათქვამი, შენი ცხოვრება დიდი ხანია ნათამაშებია და მთავარია ამ მოვლენებს შენ როგორ შეხედავ. ისეთი რაღაცეები ხდება ჩემს ცხოვრებაში, არ შეიძლებოდა შემთხვევით მომხდარიყო... რაღაც უცებ პაუზა მაქვს ხოლმე და ესეც იმ მომენტში ალბათ ასე უნდა იყოს. ჩემს თავს ხანდახან განყენებულად ვუყურებ ხოლმე, ბევრად უფრო იოლია ტკივილისა და სიხარულის გადატანა. ვცხოვრობ ვერაზე, სასაფლაოსთან, რომ ვიღვიძებ, ვხედავ ბევრ საფლავს და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ყოველ წუთს მახსენდება, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა.


როგორია სამომავლო გეგმები?


ვერ გავამხელ რეჟისორის სახელსა და გვარს, ოთხი სერიალის პილოტი იწერება და ოთხივეგან მთავარ როლს ვთამაშობ. მინდა გერმანელების დაკვეთით შესრულებული თბილისის ხედების ფერწერების გამოფენა გავაკეთო. შოთა კალანდაძესთან ერთად გადავიღებთ ნოველას საინტერესო ინტიმურ სიყვარულზე. ჩავალ თუ არა ორი უმაგრესი სიმღერა უნდა ჩავწერო ჩემს ამერიკელ მეგობრებთან ერთად.


სიმღერა ”მოდი”, როდის დაწერე?


დაიწერა მარტის დასაწყისში, ვემშვიდობებოდი ულამაზეს პალმებსა და სანაპიროს ფლორიდაში, თვითმფრინავში დავწერე. ფრენაზე ვგიჟდები, ყველაზე დიდი ”კაიფია”.


ნუცა შანშიაშვილი - მოდი

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ნუცა შანშიაშვილი - აკაპელა. Live





ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge