ანი სირაძე სიმღერის პრემიერით

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ანი სირაძე ესტუმრა.


როგორ ხარ?


ძალიან გრძელი მოგზაურობა მქონდა, ავსტრიაში ვიყავი, შემდეგ ესპანეთში და მერე ისევ ავსტრიაში დავბრუნდი. დავიკელი ცხრა კილო, დავისვენე. 30 მარტს ფილარმონიაში ბატონი მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. სწორედ ამ კონცერტისთვის, სიმღერა მე თავად ავარჩიე, რომელიც ბატონმა მამუკამ 15 წლის ასაკში დაწერა. ლექსის ავტორი ჯანსუღ ჩარკვიანია. გიგა კუხიანიძის სტუდიაში კობა მესხიამ ახალი არანჟირება გამიკეთა. ძალიან ვღელავდი სცენაზე გასვლისას, თავად მამუკა ჩარკვიანი რას იტყოდა. თუმცა, ძალიან მოეწონა და მითხრა, რომ თუ
ჩაწერ კარგი იქნებაო. მეც რა თქმა უნდა ჩავწერე და ძალიან მიხარია, რომ ჩემს რეპერტუარში მისი სიმღერა იქნება. ”ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ” - ასე ქვია სიმღერას.


კლიპის გადაღებას ხომ არ გეგმავ?


ასე გეგმაში არ მაქვს, მაგრამ გამორიცხული არ არის. ერთ უცხოელ მომღერალთან ვგეგმავ დუეტის ჩაწერას.



ანი სირაძე - ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge