”ჩემი მაყურებლის პულსი მიჭირავს ხელში და ამიტომაც არის ჩემი გადაცემები რეიტინგული”

Ardaidardo.Ge


გადაცემას ”რადიო დუეტი” გია ჯაჯანიძე ესტუმრა.


როგორ ხარ?


მე ვარ გადასარევად, ბედნიერად, ოღონდ მიზეზი არ აქვს. წვიმს თუ მზეა, როგორც კი თვალს გავახელ, უკვე ბედნიერი ვარ. როდესაც რადიოში გისმენდი ხოლმე, ჩემი წარმოსახვით იყავი ძალიან სექსუალური, გაპრანჭული... სხვათაშორის დაემთხვა რაღაცეები რეალობას. ხმით შეიძლება ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოიცნო. რადიო კიდევ კარგია იმით, რომ შეგიძლია შენ თვითონ წარმოიდგინო ადამიანი ისეთი, როგორიც გსურს. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ თქვენ.


რა სიახლეებს გვპირდები ახალი სეზონიდან?


ახალი სეზონიდან იქნება ბევრი სიახლე, თუმცა არ ვისაუბრებ. ჩემი ხასიათიდან, ბუნებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე სულ არის ჩემს გადაცემაში სიახლე. იქნება ღრმა გადაცემები... მომწონს ხოლმე როდესაც ვამბობ, რომ ჩემი მაყურებლის პულსი
მიჭირავს ხელში და ამიტომაც არის ჩემი გადაცემები რეიტინგული. ხშირად მირეკავენ და მკითხავებზე მეკითხებიან ხოლმე. როგორც ისინი ხედავენ ეკრანზე, ისე ვხედავ მე მათ. მე თავად გასართობად ვყოფილვარ. ძირითადად ადამიანები მკითხავებთან
მშვიდდებიან, ყველამ იცის, რომ ეს არაზუსტი სეანსია, ადამიანები ერთობიან...


სოლო სიმღერა ჩაწერე, მოგვიყევი...


ძალიან უცნაურია ჩემი სიმღერა. სულ მგონია, რომ პირველად ვმღერი, არადა არ არის პირველი სიმღერა. 6 წლის ასაკში ლატარიის ბილეთში პიანინო მოვიგე, ამის გამო მუსიკაში შემიყვანეს. სმენა არ მქონდა, მუსიკის მასწავლებელი ხელებზე მცემდა და მძულდა მუსიკაც და სიმღერაც... სამი წლის შემდეგ გამოვედი. სიმღერასთან დაკავშირებით სულ ცუდი მოგონებები მქონდა. თუმცა, შემდეგ გავბედე და ქართულად ვიმღერე ”ჰაბიბი”, მე დავწერე ქართული ტექსტი. სხვათაშორის, ფილარმონიაში ვიმღერე... თუ მოვძებნე აუცილებლად მოგასმენინებთ.


ახალ სიმღერაზე რას გვეტყვი...


მუსიკის ავტორი ქალბატონი მერი ელიაშვილია, ტექსტი ნინო ახვერდაშვილმა დაწერა, ძალიან კარგად გამოსდის. არანჟირება გააკეთა ზაზა გოჩიტაშვილმა. ”უდარდელა” ქვია სიმღერას. მე და ნინომ ჩემს გადაცემაში ერთად შევასრულეთ და საოცარი გამოხმაურება მოყვა, შემდეგ ძალიან მომინდა მარტო ჩამეწერა, სადმე რომ მომინდეს ვიმღერო, ნინო სად ვეძებო...



გია ჯაჯანიძე - უდარდელა


You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ვიდეო კოლაჟი






ფოტოები

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge