"შემოდგომა" - გიორგი წიკლაურისა და თამუნა მიქელაძის დუეტის პრემიერა
Ardaidardo.Ge

 

გადაცემას "რადიო დუეტი" გიორგი წიკლაური და თამუნა მიქელაძე ესტუმრნენ.


როგორ ხართ?


თამუნა: - როგორც იქნა მოვედით და ძალიან კარგი განწყობა გვაქვს.


რა სიახლეები გაქვთ?


გიორგი: - სხვათაშორის, დღეს "ფეისბუქმა" შემახსენა - შარშან, ზუსტად 22 სექტემბერს ვიყავი "არ დაიდარდოში" სტუმრად და ძალიან მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ აქ ვარ. რაც შეეხება სიახლეებს, ალმა ატაში მივდივარ რამდენიმე დღით, თემო საჯაია იღებს საერთაშორისო სიმღერის ფესტივალზე მონაწილეობას, მე კი ამჯერად ჟიურის წევრი ვარ.


თამუნა: - მალე მივდივარ ისრაელში. სპეციალურად ამ კონცერტისთვის ცირა ბზიშვილმა სიმღერა დამიწერა, კონცერტი 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი. "ამ გულში დაგმალე" - ასე ქვია ამ სიმღერას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ცირა ბზიშვილს ვუთხრა, მასთან ჩაიწერა. ჩემი სტილი ცოტათი ტრაგიკული სიმღერებია, ეს კი პირველი განსხვავებული სიმღერაა და ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი.


შენი სიმღერა, "მაინც მიყვარხარ" ინტერნეტში არ არის, ხომ არ გეგმავ ვიდეოს გადაღებას ან სატელევიზიო პრემიერას?


გიორგი: - ძალიან ბევრი პირადი წერილი მაქვს, სადაც მეკითხებიან თუ სად შეიძლება ამ სიმღერის მოსმენა. სამომავლოდ ვფიქრობ ვიდეორგოლის გადაღებას. ვაკეთებ ორ ახალ სიმღერას. ამჯერად ცირას ეკუთვნის არანჟირება, ავტორი კი ჩემი მეგობარი შოთა მაისურაძეა.


თქვენს დუეტზე ვისაუბროთ...


გიორგი: - თამუნამ მითხრა, რომ სიმღერას ვწერ და წამოდი, მოისმინეო. როდესაც მოვისმინე, ვუთხარი, რომ დუეტი გავაკეთოთ თქო და ასეც მოხდა.


თამუნა: - ერთხელ, გზაში, სამარშუტო ტაქსში რამდენჯერმე მოგვასმენინა მძღოლმა გამოუვალი მდგომარეობის მიერ ჩაწერილი "შემოდგომა". ძალიან მინდოდა ტანგოს სტილში სიმღერა მქონოდა და ცირას ვთხოვე, რომ ამ სიმღერაში ტანგოს ელემენტები შეეტანა. სიმღერა ერთი წლის წინ ჩაიწერა, თუმცა მისი პრემიერა დღეს არის.


ცირა ბზიშვილი:- დიდი შრომა ჩავდეთ და იმედი მაქვს, მსმენელი კარგად მიიღებს. ორივე სიმღერა ექსპერიმენტულია. მინდა, "არ დაიდარდოს" ქართული მუსიკის პროპაგანდისთვის მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება ჩემს სიახლეებს, გარდა მუდმივი შემოქმედებითი პროცესისა, ბევრ პროექტზე ვმუშაობ ერთდროულად. დიდი სურვილი მაქვს ჩემი საღამო გაიმართოს, სადაც ყველა ჩემს მიერ შექმნილი სიმღერა მოიყრის თავს. კონკრეტული თარიღი არ ვიცი, მაგრამ ალბათ 2018 წლის დასაწყისში გაიმართება.




გიორგი წიკლაური & თამუნა მიქელაძე - შემოდგომა


You must have Flash Player installed in order to see this player.



თამუნა მიქელაძე - ამ გულში დაგმალე


You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



გიორგი წიკლაური & თამუნა მიქელაძე - ბიჭოვ ბიჭოვ. Live





გიორგი წიკლაური & თამუნა მიქელაძე. ვიდეო კოლაჟი






ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge