"წინა ღამეს მეილი მივიღე, სადაც უარს მეუბნებოდნენ პროექტში მონაწილეობაზე"

 

Ardaidardo.Ge
გადაცემას "რადიო დუეტი" მორის მელაძე ესტუმრა.

 

"ჯეოსტარის" ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე ხარ...


"ჯეოსტარი" ნამდვილად წარმატებული იყო ჩემთვის, თუმცა, იყო დიდი ხნის წინ. მქონდა გარკვეული პაუზა, ვსწავლობდი, ვიყავი საზღვარგარეთ და ასე შემდეგ, თუმცა ვფიქრობ, სხვაგვარადაც შეიძლებოდა ამ წლების წარმართვა. დღეს ფაქტიურად ყველაფერს ვიწყებ თავიდან. თავიდან გავახსენე თავი მაყურებელს "იქს ფაქტორში" და პროექტი სკამების ტურიდან დავტოვე. ფარხმალი არ დამიყრია და ვაგრძელებ. ასევე რუსულ "ახალ ხმაში" მონაწილეობის მცდელობა მქონდა. ინტერნეტით შევავსე აპლიკაცია, ვიზაც გამომიგზავნეს, ვემზადებოდი ბრმა ქასთინგისთვის, თუმცა წინა ღამეს მეილი მივიღე, სადაც უარს მეუბნებოდნენ პროექტში მონაწილეობაზე.


მუსიკალური განათლება თუ გაქვს?


დიახ, დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი, მუსიკალური სასწავლებელი ფლეიტის განხრით და ასევე თეატრალური უნივერსიტეტი.


ახალ სიმღერაზე მოგვიყევი...


ეს არის ჩემთვის დაწერილი რიგით პირველი სიმღერა. მიის ავტორი არის მაიკო კაჭკაჭიშვილი, მისია ტექსტიც და მუსიკაც. ჩაიწერა თემურ ნიკოლაშვილის სტუდიაში, არანჟი ძვალს ეკუთვნის. სატელევიზიო პრემიერა უკვე იყო, გია ჯაჯანიძესთან. მგონია, რომ ისეთი ლამაზი და მელოდიური სიმღერაა, რომ მსმენელი კარგად მიიღებს. "გულს დავუჯერე" - ასე ქვია ახალ ნამუშევარს.


როგორია შენი სამომავლო გეგმები?


კიდევ ერთ ქართულ სიმღერას ჩავწერ, დეტალებზე ჯერ არ ვისაუბრებ.




მორის მელაძე - გულს დავუჯერებ

 

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



მორის მელაძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge