„მე არასოდეს არ ვიღლები, იმიტომ, რომ ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს“
Ardaidardo.Ge

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ ნოდიკო ტატიშვილი ესტუმრა.

 


ამ უდარდელ ტალღაზე ცოტა სევდიანი და ლირიული სიმღერა მოგიტანეთ და მიხარია რომ შემოგიერთდით. საუბარია ალექსანდრე ბასიალიას „ჩიორაზე“, ლექსის ავტორი მორის ფოცხიშვილია. მგონია, რომ როდესაც აკეთებ ძველი სიმღერის ახალ ვერსიას, თუ კარგად არ გააკეთებ, საერთოდ უნდა შეეშვა. ამიტომაც მივანდე ზვიად ბოლქვაძეს ეს საქმე და ნამდვილად არაჩვეულებრივად გააკეთა. მისი მადლობელი ვარ. როდესაც არანჟირების ავტორსაც მოსწონს რასაც აკეთებს, უფრო მეტად კარგი გამოდის.


როდის გაჩნდა იდეა, რომ ახალი ვერსია შეგექმნა?


რამდენიმე თვის წინ. ძალიან მომინდა გამეკეთებინა, განწყობაც იდენტური მქონდა, ხშირად ვუსმენდი ხოლმე ამ სიმღერას, მისი ლექსიც ჩემს იმ დროინდელ მდგომარეობას ძალიან შეეფერებოდა და დღესაც, სხვათაშორის. ამ პერიოდში ჩემს კონცერტზე ვმუშაობდი, როგორც გახსოვთ, 10 ივნისს ალექსანდრე ბასილაიასადმი მიძღვნილი საღამო გავაკეთე და იქაც შესრულდა „ჩიორა“. სატელევიზო პრემიერა უკვე შედგა „პროფილის“ დახურვაზე.


როგორია შენი სამომავლო გეგმები?


ძალიან საინტერესო, ვიწყებ ორ ვიდეოზე მუშაობას, ერთ-ერთი მათგანია დუეტი სალომე ბაკურაძესთან, რომელიც ლილიკო ნემსაძემ დაგვიწერა. ამ სიმღერის გამოსვლისთანავე ბევრი ადამიანი გვწერდა და გვწერს, რომ შეყვარებულებს ურიგდებიან. ასევე გადავიღებ ვიდერგოლს ჩემს სიმღერაზე „ფერადი დღე“, სადაც მაყურებელი სულ სხვანაირ ნოდიკოს იხილავს. ორივე ვიდეოს პროდიუსერი მე ვარ.


თავს როგორ უვლი?


მე არასოდეს არ ვიღლები, იმიტომ, რომ ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. ძალიან დატვირთული დღეები მაქვს და სულ მოწესრიგებული ვარ შესაბამისად. ესეც ჩემი პროფესიის ნაწილია, რომ ვიზუალი მოწესრიგებული მქონდეს, ვფიქრობ ამითი მაყურებელს პატივს ვცემ. ჩემი პრიორიტეტია ჩემი მსმენელი და მაყურებელი. რაც შეეხება გასვლით კონცერტებს, იმდენად დაკავებული ვარ, რომ ვერ ვახერხებ, ალბათ ნოემბრიდან დავგეგმავ კონცერტებს.



ნოდიკო ტატიშვილი - ჩიორა


You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ნოდიკო ტატიშვილი. ვიდეო კოლაჟი






ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge