„სიმღერა ქართული ჩარჩოებიდან ცოტა ამოვარდნილია“
Ardaidardo.Ge

 

ბადრის ეკუთვნის სიმღერა, ნანა გახლავთ ლექსის ავტორი, ლელო კი ასრულებს...



ლელო: - არაჩვეულებრივ განწყობაზე ვართ, ცოტას ვღელავთ. სიმღერა ქართული ჩარჩოებიდან ცოტა ამოვარდნილია. იმედი მაქვს, მსმენელი კარგად მიიღებს. ეს ჩემი პირველი პროექტია, მას შემდეგ რაც საქართველოში ჩამოვედი, ქართულად პირველად ვმღერი. „დააგვიანე“ - ასე ქვია ამ სიმღერას.


ბადრი: - სიმღერა თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც განსხვავებული პროექტი და იმედია საზოგადოება დააფასებს. ინტერნეტ სივრცეში სიმღერას უკვე დადებითი შეფასებები მოყვა.


ნანა: - ლელო იყო აღმოჩენა ჩემთვის, ეს არის ქართული პროექტი, თუმცა ცოტა განსხვავებული. ქართული ენა ისეთი მდიდარია, რომ თუ მას ლამაზად წარმოადგენ, არავითარი ჩარჩო არ გააჩნია. მთავარია ის, რომ ლელოს ნამღერი მსმენელს შეუყვარდეს და არ დარჩეს მხოლოდ პრეზენტაციად. ლელო მოსკოვში ცხოვრობდა, ახლა აქ არის და კარიერის გაგრძელება საქართველოში სურს, ისე კი ჟურნალისტია.


სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ...


ნანა: - უკვე დავასრულე „რჩეულზე“ მუშაობა, იყო პრეზენტაციაც. ახლა აფხაზეთის თემაზე ვმუშაობ. მე პროფესიით ექიმი ვარ და აფხაზეთის ომისას კლინიკიკან არ გამოვდიოდი. ჩემი შორეული ნათესავი, ზურა ძამუკაშვილი დაჭრილი იყო, რომ გამოჯანმრთელდა, ისევ წავიდა ომში და დაიკარგა. სულ ის მედგა თვალწინ, როგორც კი ეს პროექტი დავიწყე. პროექტს დავარქვი „ბარათები“ და მხოლოდ რეალურ ისტორიებზეა აგებული. წერისას, დამირეკა ზურას ძმამ და მითხრა რომ მისი საფლავი იპოვეს - ასე დაემთხვა. გარდა ამისა, იგეგმება კიდევ ბევრი კარგი რამ. რა თქმა უნდა ლექსებსაც სულ ვწერ.


ბადრი: - ვმუშაობ, ამჯერად მხატვრობით ვარ დაკავებული. რამდენიმე სიმღერა დაგეგმილი მაქვს. ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც ვაპირებთ.


ლელო: - ვაპირებ, მთელი დარჩენილი ცხოვრება აქ გავატარო, ვიაქტიურო და ბევრი ახალი პროექტი გავაკეთო. ვცდილობ, რუსული აქცენტი მთლიანად მოვიშორო და დიდი კომპლიმენტია, როდესაც მეუბნებიან, რომ ქართულად კარგად ვსაუბრობ. ისეთ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა და თანამშრომლობა, როგორ შეიძლება რაიმე ცუდი გამოვიდეს. სიმღერის პრემიერა გია ჯაჯანიძის შოუში შედგა. ძალიან ენერგიული სიმღერაა...


 

გისურვებთ წარმატებებს.

 

 



ლელო - დააგვიანე

 

You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.

 



ლელო, ნანა ცინცაძე და ბადრი ფილიშვილი. გადაცემა "რადიო დუეტი"





ნანა ცინცაძე - დაგიბრუნდები. 




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge



Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge