„მე რასაც განვიცდი იმის მიხედვით ვმღერი და ახლა დადგა სწორედ ბედნიერების დრო“
Ardaidardo.Ge

 

გადაცემას ”რადიო დუეტი” ორი უმშვენიერესი, მომღერალი ქალბატონი-თამარ ალადაშვილი და ნათია ქოროღლიშვილი ახალი დუეტის პრემიერით ესტუმრა,მათ ასევე პირდაპირ ეთერში ორი სიმღერა ცოცლად შეასრულეს.

 

მომიყევით რახდება თქვენსკენ კარგი და საინტერესო?


თამარი: - პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან გვახარებს თქვენთან სტუმრობა დუეტის ამპლუაში. სიახლე ის არის, რომ აქტიურად ვმუშაობთ, ვწერთ ახალ სიმღერებს.


როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა და როდის გადაწყდა, რომ მეგობრული დუეტი შემდგარიყო?


ნათია: - ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი, პირველად სწორედ მაშინ ვიმღერეთ ერთად თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა ”თელავს”. დუეტის ჩაწერის იდეა კი ახლახან გაჩნდა და განვახორციელეთ კიდეც.


გარდა დუეტისა, რა ხდება თქვენს სოლო კარიერაში?


თამარი: - პირველ რიგში ვახსენებ ”თსუ გორდელას”, რომელიც 10 წლის არის და 23 ოქტომბერს ბათუმში სოლო საიუბილეო კონცერტი გვაქვს, თბილისში რუსთაველის თეატრში უკვე ავღნიშნეთ. რაც შეეხება სოლო კარიერას უკვე ოთხი ახალი სიმღერა მაქვს. ერთ-ერთ სიმღერას გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ქვია ”ბედნიერება” უკვე ჩაიწერა, მე რასაც განვიცდი იმის მიხედვით ვმღერი და ახლა დადგა სწორედ ბედნიერების დრო. მეორე სიმღერა არის ძველი, მაგრამ ახლებურ ვერსიას გთავაზობთ, ნანა ცინცაძის ტექსტია და ქვია ”გაგიშვი”. მესამე სიმღერის სახელწოდება კი არის ”საჩუქარი”.


ნათია: - ჩემი სიმღერებიც ძირითადად არის პატრიოტული და სასიყვარულო, ცოტა ხნის წინ ვიყავი თქვენთან ”ტანგოს” პრემიერით, ჯერ-ჯერობით ახალი ის არის, მაგრამ რიგში ახალი სიმღერებიც დგას და იმედია მალე გესტუმრებით სიახლეებით და გავანებივრებთ ჩვენს მსმენელს. სოციალურ ქსელში მაინც უკმაყოფილოები არიან, სად ხარ? რატომ არ ხარ? გვინდა რომ გამოჩნდე - მეუბნებიან მუდმივად, ალბათ გულისხმობენ სატელევიზიო აქტიურობას.


თქვენი ერთობლივი ახალი სიმღერა ვის ეკუთვის?


ახალი სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც თამუნა ალადაშვილს ეკუთვნის, არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილს.


სიმღერა ეძღვნება ემიგრანტებს, ხომ არ გეგმავთ მათთან შეხვედრას?


ძალიან დიდ სიყვარულს და მოწონებას ვგრძნობთ მათი მხრიდან და ეს ძალიან გვახარებს, გასვლით კონცერტებს რაც შეეხება, იყო ასეთი შემთხვევა ისრაელში, მაგრამ ამ ეტაპისთვის ახალი არაფერი ჩანს.


თამარი: - სოლო კარიერითაც და გორდელადანაც ვიყავი ბოლო პერიოდში თურქეთში და ათენში. ძალიან მიყვარს თითოეული ემიგრანტი და ეს სიმღერაც დაიწერა სწორედ ამ განცდით და ამ სიყვარულით 5 წლის წინ, თავიდან დუეტად არ დაწერილა, ჩემი ალბომისთვის სოლო ვერსია ჩაიწერა. ახლახან კი ჩავწერეთ საჭესთან ყოფნის დროს და ინტერნეტში დავდეთ, რასაც დადებითი გამოხმაურება მოყვა, მილიონამდე ნახვა აქვს. რადგან ასე მოიწონა მსმენელმა გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა სტუდიური ვერსია, ვიცი რომ ელოდებიან როდის გამოჩნდება რადიო სივრცეში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ სიმღერით ვეფერებით თითოეულ ემიგრანტს.

 

დიდი მადლობა სტუმრობისთვის.



თამუნა ალადაშვილი და ნათია ქოროღლიშვილი - ემიგრანტები

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



თამუნა ალადაშვილი & ნათია ქოროღლიშვილი - ჩემო თელავო. Live





თამუნა ალადაშვილი & ნათია ქოროღლიშვილი - ახ ტურფავ. Live




თამუნა ალადაშვილი & ნათია ქოროღლიშვილი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge