თეატრალურის კვარტეტი: „ვმუშაობთ მანამ, სანამ სრულყოფილ შედეგს არ მივიღებთ“
Ardaidardo.Ge

 


გადაცემას „რადიო დუეტი“ თეატრალურის კვარტეტი ესტუმრა.

 

მოგვიყევით პროექტზე „არაგვი“?

 

ლაშა: - ერთ წლიანი პროექტი იყო, ქეთი გაბისიანთან ერთად და უკვე დასრულდა. საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. ახლა სხვა პროექტებზე ვმუშაობთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შემადგენლობა იგივე იქნება, თუმცა ვიქნებით თეატრალურის კვარტეტი და ქეთი გაბისიანი და არა ჯგუფი „არაგვი“.

 

რამდენიმე დღის წინ თქვენი და ბატონ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის პრემიერა შედგა...

 

ლაშა: - დიახ, დაგვირეკა ბატონმა ჯემალმა და გვითხრა, რომ მასთან მივსულიყავით. ჩვენ უკვე ორი სიმღერა გვაქვს ბატონი ჯემალის და ორივე მათგანი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამჯერად ბატონმა ჯემალმა პაატა ნაცვლიშვილის ტექსტზე დაწერილი სიმღერა მოგვასმენინა. მაშინვე ძალიან მოგვეწონა. გია მაჭარაშვილს ეკუთვნის არანჟირება, მთელი შვიდი თვე გრძელდებოდა ეს პროცესი, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქ არ ვიყავით.

 

ოთო: - ბატონ ჯემალთან მუშაობის პროცესი ძალიან განსხვავებული და საინტერესოა, ვმუშაობთ მანამ, სანამ სრულყოფილ შედეგს არ მივიღებთ. ეს ძალიან დიდ გამოცდილებას გვმატებს და დიდი მადლობა მას ამისათვის. ჩაიწერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში.

 

„მზის სადარო“, ასე ქვია სიმღერას, რომლის პრემიერაც ახლა შედგება...

 

ერთი წელია უკვე რაც ეს სიმღერა ჩაწერილია თუმცა „არ დაიდარდოს“ მსმენელისთვის უცნობია. ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანის არის, მუსიკა კი ნათია ზეინკლიშვილს. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. ჩაიწერა სტუდია „არტ პალასში“.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

ლაშა: - უკრაინაში გვქონდა კონცერტები ცოტა ხნის წინ, მალე ისევ მოგვიწევს წასვლა. ჯერ არ ვიცით ახალ წელს სად ვიქნებით.

 



თეატრალური კვარტეტი - მზის სადარო

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



თეატრალურის კვარტეტი - მეფის ქალი. Live




თეატრალურის კვარტეტი - ღმერთი სივარულისა. Live





თეატრალურის კვარტეტი. გადაცემა "რადიო დუეტი"





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge