ავთო ჩადუნელი: საქართველო ჩემი სახლია
Ardaidardo.Ge

 

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ ავთანდილ ჩადუნელი ესტუმრა.

 

როგორ ხარ, როგორი განწყობა გაქვს?

 

„არ დაიდარდოში“ როდესაც მოვდივარ, ყოველთვის კარგ განწყობაზე ვარ. მე თუ ვინმე მიცნობს, ეს „არ დაიდარდოს“ დამსახურებაა და დიდი მადლობა ამისთვის.

 

მიხარია, რომ აქტიურობ, რა ხდება შენსკენ? დღეს შენი დაბადების დღეა და გილოცავ, მართლა ძალიან მიხარია შენი წარმატება...

 

ორი წლის წინ დაგპირდი, რომ ვიაქტიურებდი და მართლაც ასე გამოვიდა. ერთგვარი სტიმული იყო ეს ჩემთვის და ძალიან მიხარია, როდესაც შენს ეთერში მოვდივარ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ მიგიღებენ და დიდი მადლობა „არ დაიდარდოს“ ამისათვის.

 

ახალ სიმღერაზე მოგვიყევი...

 

ჩემთვის დაიწერა ეს სიმღერა, ცირა ბზიშვილს ეკუთვნის ტექსტიც, მუსიკაც და არანჟირებაც. სიმღერა თბილისზეა. ბექ ვოკალი გიორგი წიკლაურს ეკუთვნის და დიდი მადლობა მას. მინდოდა თბილისობისთვის მომესწრო, მაგრამ არ გამომივიდა, სამაგიეროდ ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიე. ძალიან მიყვარს თბილისი, საქართველოს ნებისმიერი კუთხე. საქართველო ჩემი სახლია და სადაც მომიწევს ცხოვრება, ყველგან კარგად ვიქნები. უკვე სამი სიმღერაა ჩემს რეპერტუარში ცირას ავტორობით. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მასთან თავს.

 

ცირა ბზიშვილი: - პირველ რიგში ავთოს დაბადების დღეს ვულოცავ. მიხარია, რომ ასე აქტიურობ და შრომობ. სიმღერა თბილისზეა, ჩემს შემოქმედებაში თბილისზე ეს პირველი სიმღერაა და ავთოს ხვდა ეს პატივი, რომ მას ემღერა.

 

ცირა, როგორია შენი სამომავლო გეგმები?

 

ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და როდესაც გესტუმრებით, ყველაფერზე გიამბობთ. მოვიტან ასევე ბევრ განხორციელებულ პროექტს.



ავთო ჩადუნელი - თბილისო

You must have Flash Player installed in order to see this player.



 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ავთო ჩადუნელი - ჩვენო თბილის ქალაქო. Live 





ავთო ჩადუნელი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი 




ფოტოები

Ardaidardo.Ge

 

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge