ეს არის სწორედ ჩვენი ოცნება - საქართველოს გაერთიანება
Ardaidardo.Ge

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯგუფი „ალეგრო“ ესტუმრა.

 

როგორ ხართ?

 

თქვენთან სტუმრობის შემდეგ ენერგია გვაქვს მოჭარბებული, რომ სიყვარული და პოზიტივი გამოვხატოთ.

 

რა სიახლეები გაქვთ?

 

„არ დაიდარდოსა“ და თქვენი გადაცემის მხარდაჭერით ჯგუფი „ალეგრო“ ძალიან ცნობადი გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თქვენ მთელს მსოფლიოში გისმენენ. რაც შეეხება გეგმებს, სიმღერა, რომელიც დღეს წარვადგინეთ, ჩვენი გეგმის ნაწილია. სიმღერა ოსური სიტყვებით იწყება, გრძელდება აფხაზური მელოდიით და სრულდება ქართულით. ეს არის სწორედ ჩვენი ოცნება - საქართველოს გაერთიანება. ეს ყველა ქართველის გულისტკივილია. ჯგუფმა „ალეგრომ“ გადაწყვიტა მშვიდობის პატარა ხიდი გადოს.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

2-3 თვის წინ ბევრი შემოთავაზება მივიღეთ რუსეთიდან და იტალიიდან. უკვე დაგეგმილია რამდენიმე კონცერტი. ნოემბრის ბოლოს ოზურგეთში, ალეგრობა გაიმართება, სადაც ჩვენც ვიმღერებთ.

 

სიმღერა „კავკასიურზე“ მოგვიყევით, რომელიც „არ დაიდარდოს“ ექსკლუზივი გახდება დღეიდან...

 

ზაზა ხუბუკელაშვილთან, სეუ სტუდიაში ჩაიწერა, ტექსტი და მუსიკა ხალხურია.

 

მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ.



ჯგუფი "ალეგრო" - კავკასიური

You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ჯგ. ალეგრო - მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო. Live




ჯგ. ალეგრო. "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge