„როდესაც კომპოზიტორი შენთვის წერს, შენზე ფიქრობს, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება“
Ardaidardo.Ge

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ ნუკრი კაპანაძე ესტუმრა.

 

როგორი განწყობა გაქვთ?

 

კარგი განწყობა მაქვს, მიხარია მსმენელთან შეხვედრა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ ვმუშაობთ სიმღერაზე, რომ მსმენელს მოვაწონოთ და რა გულითაც ვიმღერეთ, სწორად მივიტანოთ თითოეულის გულამდე. ამიტომ, ეს ჩემთვის საპასუხისმგებლო მომენტია. პრემიერა დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აიტაცებს მას საზოგადოება. ეს გაცოცხლებს და გაძლევს სტიმულს, მეტი გააკეთო. თუმცა, სტიმული ძალიან პატარა სიტყვაა, ეს ჩემი სიცოცხლეა, მე ჩემს საქმეზე არანორმალურად ვარ შეყვარებული, მე ვსუნთაქავ მუსიკითა და სიმღერით.

 

არის თქვენს შემოქმედებაში გარკვული პაუზებიც...

 

მესმის, რომ გარედან ასე ჩანს, თუმცა ვერ დაგეთანხმები. არცერთი დღე არ არის ისეთი, რომ არ ვიყო პროცესში. როგორ გამოიტან - ამას სხვა რამ სჭირდება. დღეს, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, შენ უნდა გაყიდო შენი თავი და გახადო მოთხოვნადი. თუმცა, ვფიქრობ, მე რასაც ვაკეთებ, ამან უნდა გამხადოს მოთხოვნადი, მაგრამ ვერ გამოგაქვს ვერსად, არ არის ის ფორმატები, სადაც შენს სიახლეებზე ისაუბრებ. ჩემს გზაზე, რადიომ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ტელევიზიამ. დღეს მაქვს აბსოლუტურად ახალი რეპერტუარი. ჩემი აზრით, აღარ შეიძლება ძველი სიმღერების ამდენი რეანიმაცია, ძველმანებში ქექვა და მიმაჩნია, რომ უნდა გავაკეთო ახალი. სხვა საუკუნეა, სხვა რეალობაა და მსმენელს ახალი უნდა შესთავაზო. ძალიან რთულია, ვინმეს უთხრა, აი მაქვს ეს და გააშუქეთ. ისინი რეიტინგებზე მუშაობენ, მათ აინტერესებთ პირადი და არა მხოლოდ მუსიკა. თუ ახალ რეალობასა და მენეჯმენტს ვერ მოერგები, შენი ახალი რეპერტუარით დარჩები მარტო. ალბათ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი გამოჩნდება, დავიწყე ბენდთან ერთად მუშაობა, მაქვს მრავალფეროვანი რეპერტუარი და ვგეგმავ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კონცერტის ჩატარებას. ჩემი სიმღერა ქართულია და ჯერ შენს ქვეყანას უნდა უყვარდე, მხოლოდ შემდეგ იგრძნობს სხვა.

 

სიმღერა „თეთრი მაქმანი“ - ახლებურად გააკეთეთ...

 

„თეთრი მაქმანი“ არ არის ძველი სიმღერა, ახალია, მაგრამ კიდევ უფრო ახლებური ვერსია დამზადდა. სიმღერის ავტორი არის ნინო ჩხიკვაძე, ეს ბოლო პერიოდია მხოლოდ მასთან ვმუშაობ. როდესაც კომპოზიტორი შენთვის წერს, შენზე ფიქრობს, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. არანჟირება ეკუთვნის ზვიად ბოლვაძეს.

 

ვიცი, რომ გაქვთ საბავშვო სტუდია...

 

დიახ, ნინო გულიაშვილთან და ნინო ჩხიკვაძესთან ერთად გვაქვს საბავშვო სტუდია, ჩვენს სამს ძალიან საინტერესო ცხოვრება გვაქვს. მეც ვმღერი საბავშვო სიმღერებს, მიყვარს გარდასახვა და ცოტა ხანში ახალი პროექტით წარვსდგები მსმენელის წინაშე და შევთავაზებს საბავშვო სიმღერებს დიდებისთვის.

 

ვისაუბროთ თქვენს დუეტზე, „დამიბრუნე ვარდები“...

 

3-4 წელია რაც ვმეგობრობთ და სულ მინდოდა, მომეწონებინა მისთვის ჩემი სიმღერა. ის ზენიჭიერი ადამიანია, მინდოდა მეჩვენებინა მისთვის, რომ ვგიჟდები ქართულ ბგერაზე, ინტონაციაზე... შემოქმედ ადამიანს თუ არ მოუნდა შენთან ურთიერთობა, არაფრით არ უნდა უთხრა, რომ რაიმე დაგიწეროს. გვიჩხუბია, გვიკამათია, თუმცა მხოლოდ შემოქმედებითად. ზვიადი ადვილად არ იმეტებს თავის სამყაროს... ჩვენი დუეტი უსიტყვო კავშირებმა მოიტანა... ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს. ხშირად მინახავს როგორ წერს სიმღერებს.. ერთ მშვენიერ დღესაც თქვა, რომ „ეს სიმღერა არის შენი“, იმ მომენტში გავცოცხლდი... სანამ ჩავწერდით, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ეს ერთ დღეში არ ხდება. ეს სხვა ტიპის დუეტია. აკაკი წერეთლის ლექსია. ჩაიწერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში.

 

ზვიად ბოლქვაძე: - მთავარი არის ის, რომ როდესაც ადამიანთან მეგობრული ურთიერთობა გაქვს, გაიცნობ მის სულიერ სამყაროს, გაიგებ მის დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, უფრო ადვილი ხდება მუსიკალური ტანდემიც. ეს სიმღერა მეგობრობის პროცესში დაიბადა, სწორედ მეგობრობამ დაგვაწერინა და ძალიან ადვილი იყო დუეტიც. ნუკრი არაჩვეულებრივია, მასთან ერთად სიმღერა ძალიან დიდი სიამოვნებაა.

როგორია თქვენი გეგმები?

 

ქარი საითაც წამიღებს... ამ ეტაპზე აფხაზეთის კაპელასთან ყოველდღიური რეპეტიციები მაქვს, ასევე „ანა-ბანას“ ბავშვებთან ვმუშაობ აქტიურად. იშვითად, მაგრამ ვწერ ნაწარმოებებს, სიმღერებს. ნუკრისთან გრძელდება ჩვენი მუსიკალური მოღვაწეობა და გვინდა, რომ ბევრჯერ გაგახაროთ.


ნუკრი კაპანაძე და ზვიად ბოლქვაძე - დამიბრუნე ვარდები

You must have Flash Player installed in order to see this player.



 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.


 

ნუკრი კაპანაძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge