„ფიფქები“ - განსხვავებული ჟანრის სიმღერით ანსამბლი „ხარება“ სტუმრად არ დაიდარდოში
Ardaidardo.Ge

 

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ ანსამბლი „ხარება“ ესტუმრა. „ხარებას“ წევრები ქუთაისიდან არიან, ამიტომ „არ დაიდარდოს“ პირდაპირ ეთერში ცოცხლად შესრულებული სიმღერა ქუთაისს მიუძღვნეს. მსმენელს ანსამბლი ამჯერად განსხვავებული ჟანრის სიმღერას სთავაზობს. „ფიფქები“ „არ დაიდარდოს“ ექსკლუზივია.

 

რა ხდება თქვენსკენ საინტერესო?

 

ვმუშაობთ ახალ სიმღერაზე, რომელიც უფრო მხიარულია და იმისგან, რაც აქამდე გვიკეთებია, განსხვავდება. ჩვენ ქუთაისიდან ვართ და ამიტომაც, მონატრებულ ქუთაისს ვუმღერით.

 

ბედობის გჯერათ?

 

15 წელია ერთად ვმღერით და გვინდა არ გვინდა მაინც ვებედებით ერთმანეთს... წელს „წითელი ბასანოშკები“ დაგვებედება, რადგან შენთან ერთად ვმღერით...

 

ჩემს გადაცემაში სტუმრად პირველად ხართ, რატომ ქვია ანსამბლს „ხარება“?

 

ჩვენი ანსამბლი ქუთაისში შეიქმნა, სამეგობრო წრეში შევხდით ერთმანეთს, რამდენჯერმე სუფრასთან ერთად ვიმღერეთ და მივხვდით, რომ შეგვეძლო რაღაც გაგვეკეთებინა. თავიდან, მხოლოდ ხალხურ სიმღერებს ვმღეროდით და ამიტომაც დავარქვით ანმსაბლს „ხარება“. მოგვიანებით, მივხვდით რომ საჭირო იყო სხვა ჟანრის სიმღერებიც გვქონოდა რეპერტუარში. ერთი კონკრეტული მიმართულება არ გვაქვს... ჩვენი ხმის ჩამწერი სტუდიაც გვაქვს, რომელსაც ასევე „ხარება“ ქვია.

 

ახალ სიმღერაზე მოგვიყევით...

 

სიმღერას ქვია „ფიფქები“, მისი ავტორია ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი მიშა ცინცაძე. დიდი წვლილი შეიტანა პაატა სილაგაძემ. ამ ორ ადამიანს გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ.

 

როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს?

 

რესტორანში ვართ ყოველ ახალ წელს და ვმუშაობთ. ბოლო 12 წელია სახლში არცერთი ჩვენთაგანი არ შეხვედრია ახალ წელს.

 




ანსამბლი ხარება - ფიფქები

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.



ანს. ხარება - ქუთაისო ჩემო. Live




ანს. ხარება. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge