ათი წლის შემდეგ თემურ თათარაშვილი საქართველოში დაბრუნდა

Ardaidardo.Ge

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ თემურ თათარაშვილი და ცირა ბზიშვილი ესტუმრნენ. კომპოზიტორმა და მომღერალმა თავიანთ თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებსა და განვლილ, 2017 წელზე ისაუბრეს. როგორც გაირკვა, ცირა ბზიშვილი და თემურ თათარაშვილი ახალ სიმღერაზე ისევ ერთად იმუშავებენ.

 

როგორია თქვენი განწყობა?

 

თემური: - ძალიან კარგ განწყობაზე ვართ.

 

ვიცი, რომ ლამაზი სიმღერით გვესტუმრეთ, მაგრამ მანამდე მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

 

თემური: - შემთხვევით მივედი ცირასთან, დათო ძიძიგურმა მიმიყვანა. თუმცა, მანამდე მოსმენილი მქონდა გიორგი წიკლაურის „რაცა ვარ, ესა ვარ“ და ძალიან მომწონდა. ჩვენი თანამშრომლობის სურვილი ორმხრივი აღმოჩნდა და შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანია ასეთი კარგი სიმღერა არ ჩამიწერია. ცოტა ხნის წინ ჩავწერე დათო არჩვაძის სიმღერაც, რომელიც ძალიან მომწონს. არანჟირების, ტექსტისა და მუსიკის ავტორი არის ცირა ბზიშვილი. „გული ადამიანობს“ - ასე ქვია ახალ სიმღერას. კლიპის გადაღებაც მინდა ძალიან.

 

ცირა: - ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო თემურთან თანამშრომლობა. არიან მომღერლები, რომლებსაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგები, გინდა, რომ უფრო მეტად მოარგო სიმღერა. ძალიან გამიხარდა, რომ საბოლოოდ ეს სიმღერა თემურის სათქმელი აღმოჩნდა. ჟანრობრივად გვქონდა მონახაზები, მაგრამ არ გვისაუბრია შინაარსზე, არ ყოფილა კონკრეტიკა. გადავუგზავნე მისამღერი დემოს სახით და ძალიან მოეწონა. სიმღერაზე მუშაობის დროს მისი ტემბრი ჟღერდა ჩემს ყურში. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს რთული გრაფიკი გვაქვს, ძალიან მარტივად მოხდა მუშაობა, თუმცა, დროში გაიწელა.

 

როგორი იყო თქვენთვის 2017 წელი?

 

ცირა: - ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი წელი იყო, ბევრი პროექტი განხორციელდა, გადატვირთული ვარ დილიდან ღამემდე და კიდევ ბევრ მასალაზე ვმუშაობ.

 

თემური: - გავხდი ბაბუა მეორედ და გავიგე რომ მესამედაც გავხდები ბაბუა. ორი არაჩვეულებრივი სიმღერა შევიძინე და რაც ყველაზე მთავარია, მე საქართველოში დავბრუნდი. ათი წელი მოსკოვში გავატარე. რთულია სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მქონდა სამსახური... ვმართავდი რესტორანს, თუმცა ის დაიხურა და ისე წამოვედი. აქაც მაქვს რესტორანი და ახლა მას ვმართავ.

 

სად ხვდებით ახალ წელს?

 

თემური: - გალა კონცერტზე მე და ლიზა ბაგრატიონი ვმღერით ბენდთან ერთად. არის კიდევ სხვადასხვა შემოთავაზებები.

 

როგორია სამომავლო გეგმები?

 

თემური: - ჩვენს სამომავლო გეგმებში კიდევ ერთი სიმღერა შედის. 16 მარტს ფილარმონიაში ცოცხალ ბენდთან ერთად გოგი დოლიძის სიმღერებს შევასრულებ.

 

ცირა: - მინდა შევკრა ჩემი განსაკუთრებული პროექტები, ერთად მოვუყარო თავი. ვფიქრობ მარტის ბოლოს იქნება ჩემი შემოქმედებითი საღამო. მადლობა „არ დაიდარდოს“ ასეთი გულთბილი მასპინძლობისთვის.

 



თემურ თათარაშვილი - გული ადამიანობს

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



თემურ თათარაშვილი - ეშხიანი ქალები. Live




თემურ თათარაშვილი & ცირა ბზიშვილი. "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge