ლევან ბეიტრიშვილი და ჯგუფი B17 სტუმრად რადიო დუეტში
Ardaidardo.Ge

 

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ ანსამბლ B17-ის წევრები ლევან ბეიტრიშვილი და ზურა კიკნაძე ესტუმრნენ. ჯგუფი სულ ახალი შექმნილია. წევრებმა ჩამოყალიბების ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე ახალი ნამუშევარი - „საშობაო“ შესთავაზეს მსმენელს. ლევანმა და ზურამ პირდაპირ ეთერში ცოცხალი შესრულებაც წარმოადგინეს.

 

როგორი განწყობა გაქვთ?

 

წინა საახალწლო განწყობა გვაქვს. ჩემს ოჯახში სხედან და ადგენენ სიას და შემდეგ გამიშვებენ, რომ სია პუნქტების მიხედვით შევასრულებ.

 

გაგვაცანით B17 - პირველად ხართ ჩვენთან სტუმრად...

 

რაც შეეხება ბენდს, დღეს სრულად არ ვართ წარმოდგენილნი, გვაკლია სანდრო კიკნაძე და თორნიკე გორდაძე. თავიდან, მეც არ ვიცოდი რას ნიშნავდა B17, რომ დავაქრვით, შემდეგ დავიწყეთ ფიქრი... უფრო სერიოზულად კი სახელწოდებაზე ფიქრისას, ვთქვი რომ მოდი ვიტამინი B დავარქვათ თქო, რომელიც ტვინისთვის აუცილებელია, თორნიკემ კი თქვა B17 დავარქვათო. გარკვეულ წრეებში მიიჩნეოდა, რომ ეს ვიტამინი სიმსივნეს კურნავდა, შემდეგ ეს მოსაზრება ჩაახშეს... ჩვენი ჯგუფი ძალიან ახალია.

 

რა ჟანრში იმუშავებთ?

 

ჩვენ გადავწყვიტეთ, ჟანრზე დამოკიდებულები არ ვიყოთ. ჯერჯერობით რეპერტუარს თავადვე ვუმკლავდებით და შემდეგ ვნახოთ.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

არის რამდენიმე სიმღერა, რომლებსაც ახალი წლის შემდეგ ჩავწერთ. არ ვიზღუდებით სტილისტიკაში და ბევრ საინტერესოს შევთავაზებთ მსმენელს.

 

„საშობაო“ - ვინ იმუშავა ამ სიმღერაზე?

 

სიმღერა მე დავწერე, საცობში. ორი კვირაა რაც დაიწერა. უფრო კონკრეტულად, საცობში ტექსტის იდეა გაჩნდა, გადავიტანე გიტარაზე, იდეა გავუზიარე ზურას და მან გამოიყვანა ძალიან ლამაზი სიმღერა. ჩავწერეთ ზურას კომპიუტერზე.

 

გისურვებთ წარმატებებს.



ლევან ბეითრიშვილი & B17 - იმიტომ რომ (ქრისტეშობის ღამე დგება)

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ლევან ბეიტრიშვილი & B17. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge