სოფო გელოვანის სიმღერის პრემიერა და საახალწლო ტრადიციები გადაცემაში „რადიო დუეტი"
Ardaidardo.Ge

აქვს თუ არა საახალწლო ტრადიცია, სად ხვდება 2018 წელს და ვის ეკუთვნის მისი ახალი სიმღერა, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


რამდენად წარმატებული იყო 2017 წელი შენთვის?

მადლობელი ვარ ამ წლის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები კარგად მყავდნენ, ასევე დატვირთული იყო კარიერულადაც. წლის ბოლოს საფუძველი ჩაეყარა პროექტს, რომელიც იმედია, 2018-ში განვითარდება.

 

როგორ ხვდები 2018 წელს?

ძალიან კარგად, დიდი მონდომებით ვემზადები. განწყობა ამაღლებულია.

 

რამე ტრადიცია ხომ არ გაქვს შეხვედრის დროს?

ეს პერიოდი ბავშვობაში მქონდა, ახლა აღარ. დიდი ხანია ახალ წელს ოჯახთან ერთად ვერ ვხვდები და ვარ გარეთ. ამაზე ცოტა გული მწყდება.

 

წელს სად ხვდები?

რიყეზე, ღია ცის ქვეშ კონცერტზე და შემდეგ სხვადასხვა ადგილებზე.

 

საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ გაქვს კონცერტები?

2017 წელი იყო ამ მხრივ დატვირთული, რაც ძალიან კარგია. საქართველოში არ ვართ კონცერტებით განებივრებული. ბოლო კონცერტი ისრაელში გავმართე ადგილობრიოვი ემიგრანტებისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩემი ოცნებაა, რომ ის პროექტი, რომელიც მაქვს ჩაფიქრებული ისე განვითარდეს, როგორც მინდა.

 

რაც შეეხება ახალ სიმღერას, „ასე არასდროს“, ვის ეკუთვნის ის?

ერთ-ერთი ავტორი თავად ვარ, მაგრამ ცოტა მეშინია ამისი თქმის და ამ პასუხისმგებლობის. მიშა მდინარაძეა ის ადამიანი, რომელიც ამ სიმღერის შექმნაში ძალიან დამეხმარა. ლექსი ოთარ ჭილაძეს ეკუთვნის. ცოტა სხვა მიმართულება აქვს ამ სიმღერას, რაც ძალიან მომწონს. ახალი მუსიკა უნდა ვაკეთოთ. მე ცოტა ფრთხილი ვარ სიახლეებისადმი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა.

მიხარია, რომ ეს კომპლექსი გადავლახე, რასაც სიმღერის დაწერისა და გაზიარების კომპლექსი ჰქვია. იმედი მაქვს ამის მერე უფრო მეტს დავწერ. ამ ყველაფერში კი აუცილებელი პირობაა, რომ გვერდში პროფესიონალი გედგეს და ასეთია მიშა მდინარაძე.


წარმატებებს გისურვებ.


სოფო გელოვანი-ასე არასდროს

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუიდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.


სოფო გელოვანი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge