მერაბ სეფაშვილი სიმღერის პრემიერით გადაცემაში "რადიო დუეტი"
Ardaidardo.Ge

გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი მერაბ სეფაშვილი, კომპოზიტორი მანანა იმედაძე და პოეტი გურამ გორდეზიანი ესტუმრნენ. ქალბატონი მანანასთვის და ბატონი გურამისთვის, ეს მეორე ერთობლივი პროექტია. მათი დებიუტი არ დაიდარდოს ეთერში გია დავითიანთან ერთად შედგა, როდესაც „ლეგენდა სიყვარულზე“ წარუდგინეს მსმენელს.

ვისაუბროთ თქვენს ერთობლივ პროექტზე...


მერაბი: - მინდა, ჩვენს ქვეყანას ყველა დღესასწაული მივულოცო, ყველასთვის ბედნიერი წელი ყოფილიყოს, რაც მეტი ახალი სიმღერა დაიბადება ამ წელს, მით უკეთესია, უფრო საინტერესო ხდება რადიოც, ტელევიზიაც...

მანანა: - შარშან, ზუსტად ერთი წლის წინ, მე და ბატონი გურამი ვიყავით თქვენი სტუმრები, სადაც გია დავითიანის „ლეგენდა სიყვარულზე“ დაპრემიერდა. „ოქროს ტალღაზე“ ის „ხალხის რჩეული“ სიმღერა გახდა. ასეთი წარმატების შემდეგ, გავაგრძელეთ თანამშრომლობა. მაშინ, „არ დაიდარდოს“ პირდაპირ ეთერში, ბატონმა გურამმა წაიკითხა ის ლექსი, რომელზეც მე დავწერე სიმღერა ქალბატონო. როდესაც სიმღერა იქმნებოდა, მერაბის ხმა მესმოდა, ეს სიმღერა მერაბ სეფაშვილისთვის დაიწერა. გაკეთდა „შამო“ სტუდიაში ემზარ შერვაშიძესთან.

გურამი: - სხვათაშორის, ეს ლექსი ძალიან მიყვარს და ეს ლექსი პირადად ქალბატონ მანანას მივუძვენი, როდესაც ჩემს ლექსზე დაწერა „ჰიმნი დედაენას“. მან დაიმსახურა ეს ლექსი, თავისი მშვენიერებისა და იმ გულის გამო, როგორც ის ჩემს ლექსს მოეკიდა.

მერაბი: - მადლობა ბატონ გურამსა და ქალბატონ მანანას იმისთვის, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. რაც შეეხება შესრულებას, ამას საზოგადოება შეაფასებს.

როგორია სამომავლო გეგმები?


მერაბი: - ვაკეთებ ახალ სიმღერებს, თუმცა ჯერ მოგზაურობა მიწევს.

მანანა: - მე და ბატონი გურამი აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან. მალე კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა იგეგმება სოფო ბედიას შესრულებით და ეს ჩვენი მესამე საერთო პროექტი იქნება.





მერაბ სეფაშვილი - ქალბატონო

You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.

 


მერაბ სეფაშვილი, მანანა იმედაძე, გურამ გორდეზიანი. ვიდეო კოლაჟი



ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge