ნოდიკო ტატიშვილი 3 მარტს ქართველ ემიგრანტებს ვენაში შეხვდება
Ardaidardo.Ge

გადაცემას „რადიო დუეტი“ ნოდიკო ტატიშვილი და პროდიუსერი, ავთანდილ კაკაბაძე ესტუმრნენ. ავთანდილი საბერძნეთში ცხოვრობს და საქმიანობს, ასევე აწყობს სხვადასხვა ღონისძიებას. რაც შეეხება ნოდიკოს, მან დააანონსა, რომ სამ მარტს ქართველ ემიგრანტებს ვენაში შეხვდება.

 

ნოდიკო, მოგვიყევი ავთოზე?

საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვისაუბრო. აპრილის დასაწყისში, ათენში ჩემი და ნინი ბადურაშვილის კონცერტის ორგანიზება გააკეთა, ეკა ხოფერიასთან ერთად, რომელმაც ამ კონცერტსა და ქართველ ემიგრანტებს მთელი გადაცემა მიუძღვნა. ავთო ნამდვილი პროფესიონალია, სწორედ გეგმავს ღონისძიებას და მისი ყველა კონცერტი არის მასშტაბური. ჩვენს კონცერტს 700 ადამიანი ესწრებოდა, რომელიც ერთ-ერთ დრამატულ თეატრში გაიმართა. ეს 2-3 დღე, რაც ჩვენ ათენში გავატარეთ, ძალიან სასიამოვნო იყო. ჩვენს შემდეგ ლელა წურწუმიას კონცერტი გაიმართა, სულ რამდენიმე დღის წინ კი „კომედი შოუს“ გასტროლის ორგანიზება მოხდა.

რამდენი ხანია, რაც საბერძნეთში ხართ?

უკვე ათი წელია. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ქართველ ემიგრანტებს არ ჰქონდათ საშუალება ქართველი მომღერლების კონცერტებზე წასულიყვნენ, ამიტომ, მე თავად დავიწყე მათი ჩამოყვანა. პირველი მომღერალი ანრი ჯოხაძე იყო. როდესაც მისი კონცერტი დავაანონსე, ერთ თვეში ყველა ბილეთი გაიყიდა. კონცერტი მხოლოდ კვირა დღეს ტარდება, რადგან ამ დღეს ისვენებენ ქართველი ემიგრანტები. წელს კიდევ ბევრი კონცერტი იგეგმება, საქართველოში იმიტომაც ჩამოვედი, რომ მთელი წლის პროგრამა გავწერო. 7 ოქტომბრამდე უკვე დაგეგმილი მაქვს. როდესაც კონცერტს ვაკეთებ, შემდეგ ყოველთვის ვმსჯელობთ და განვიხილავთ, როგორ ჩატარდა ის. ჩემი მიზანია კომფორტული იყოს კონცერტი როგორც მაყურებლისთვის, ისე მომღერლისთვის. 1 თებერვლამდე ვარ საქართველოში, ათი წლის შემდეგ პირველად ჩამოვედი.

ნოდიკო, როგორია შენი სამომავლო გეგმები?


გუშინ საღამოს ახალი სიმღერა ჩავწერე, პროექტის სახით კეთდება სოლო სიმღერა, ავტორსაც არ დავასახელებ, განსაკუთრებული სიმღერაა, კლიპიც უნდა გადავიღოთ და თებერვლის ბოლოს გაიმართება პრეზენტაცია. ასევე, ავსტრიაში, ვენაში მაქვს გასტროლი, სამ მარტს შევხვდები ქართველ ემიგრანტებს.






გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.

 


 

 

ნოდიკო ტატიშვილი & ავთანდილ კაკაბაძე. ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge