მანანა თოდაძე სოლო კონცერტისთვის ემზადება
Ardaidardo.Ge

გადაცემას „რადიო დუეტი“ მანანა თოდაძე და გიორგი ბარამაშვილი ესტუმრნენ. ისინი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. გიორგი ბარამაშვილი სილამაზის კონკურსების ორგანიზებით არის ცნობილი, თუმცა სიმღერებსაც წერს და თავადვე ასრულებს. როგორც მან პირდაპირ ეთერში აღნიშნა, 200-მდე სიმღერა აქვს და მათ თაროზე გაჩერებას აღარ აპირებს.


როგორ შეხვდით ახალ წელს?


მანანა: - მე ქუჩაში, კონცერტით შევხვდი ახალ წელს.

გიორგი: - მე ქუჩაში არა მაგრამ, კარგად, წყნარ გარემოში შევხვდი და იმედია ასე წყნარად გაივლის მთელი წელი.

მოგვიყევით თქვენს მეგობრობაზე...


გიორგი: - ჩვენ წლებია ვმეგობრობთ, მანანას კონკურსი ჰქონდა, პრესტიჟ-შოუ ერქვა. სადაც მხოლოდ ქართული, ახალი სიმღერები ჟღერდებოდა. 1993 წელს ვმონაწილეობდი საკმაოდ წარმატებულად. შემდეგ მანანას ბათუმში შევხვდი ერთ-ერთ კონცერტზე. მანანამ ფაქტიურად გზა დამილოცა ქართული ესტრადისკენ. ახლა კი გადავწყვიტეთ დუეტი გაგვეკეთებინა.

თქვენ ცირას სტუდიაში შეხვდით ერთმანეთს...


ჩემი სიმღერაა, საკმაოდ ძველია, მაგრამ ფართო მსმენელის წინაშე არ გაჟღერებულა, მოვასმენინე მანანას და მოეწონა. ცირას დამსახურებით ძალიან კარგი ქალაქური სიმღერა გამოვიდა. „დარდი აღარ მამყოფინე“ - ასე ქვია სიმღერას.

მანანა: - გიორგი სულ წერდა სიმღერებს, მაშინაც, „პრესტიჟ-შოუ“ რომ გაიმართა, თავისი სიმღერით გამოვიდა.

გიორგი, სილამაზის კონკურსებს უკეთებ ორგანიზებას...


დიახ, უკვე მრავალი წელია ვხელმძღვანელობ, კეთილშობილი კონკურსი გვაქვს, ყველა ბავშვი ჯილდოვდება. მალე ქასთინგები დაიწყება და კონკურსი ბათუმში გაიმართება. გოგონების სამი კატეგორიაა, ვაჟების კი ორი კატეგორია. აღვადგინე კატეგორია „მის ფუმფულა“. რაც შეეხება ჩემს სოლო რეპერტუარს, 183 სიმღერა დავთვალე და აღარ ვაპირებ გაჩერებას. ამ დუეტის შესრულება ჩემთვის დიდი სტიმული იყო და თაროზე მათ გაჩერებას აღარ ვაპირებ.

მანანა: - გიორგი ყველა ბავშვს თავის დაწერილ ლექსებს ათქმევინებს, ისე ყვებიან, ცრემლები მადგება. ისეთი სახალისო კონკურსია და ისეთი საყვარლები არიან. არის შოუ და არ არის პირდაპირ პოდიუმზე საუბარი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


სერიოზული გეგმები გვაქვს, აპრილის თვეში ფილარმონიაში სოლო კონცერტისთვის ვემზადები.





მანანა თოდაძე & გიორგი ბარამაშვილი-დარდი აღარ მამყოფინე

You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.





მანანა თოდაძე & გიორგი ბარამაშვილი. "რადიო დუეტი"




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge