ანსამბლი „დროშიონი“ სტუმრად „რადიო დუეტში“
Ardaidardo.Ge

გადაცემას „რადიო დუეტი“ ანსამბლი „დროშიონი“, ხელმძღვანელთან, შორენა ჩოლოგაურთან ერთად ესტუმრა. გადაცემის ფარგლებში რამდენიმე ცოცხალი შესრულება გაჟღერდა. „დროშიონის“ შემადგენლობაში 15 წევრია, მათთვის სიმღერებს ქალბატონი შორენა ჩოლოგაიური წერს.

 

მოგვიყევით თქვენს შესახებ...

 

ანსამბლი „დროშიონი“ 15 წევრისგან შედგება, ათი გუნდის მომღერალია, ხოლო ხუთი ინსტრუმენტალი. სახელწოდება ნიშნავს სალოცავად მიმავალ ხალხს, რომელსაც ხევისბერი ან ხატის მსახური დროშით მიუძღოდა. ეს არის „დროშიონის“ არსი და ვცდილობთ, ჩვენი ერთობით, ღირსებით ვატაროთ ეს სახელი. „დროშიონის“ ჩამოყალიბება სამი წლის წინ დაიწყო. ეს პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან საჭირო იყო არა მხოლოდ პროფესიონალი მუსიკოსებისა და მომღერლების მოძიება, არამედ ისეთი ადამიანების პოვნა, ვინც ამ სახელის ქვეშ უხელფასოდ, ენთუზიაზმით დადგებოდა. ამ ეტაპზე „დროშიონის“ რეპერტუარი ყველასგან განსხვავებულია, ეს არის ახალი სიტყვა, არა მხოლოდ მუსიკალურად, არამედ ტექსტებითაც. ჩვენი ტექსტები გაჯერებულია ქართული სულისკვეთებით და დღევანდელი და მომავალი თაობისთვის დიდ სულიერ საზრდოს წარმოადგენს. ჩვენი სიმღერების ტექსტები მამა იოსებ ხოხონიშვილს ეკუთვნის.

 

ანსამბლი თქვენ ჩამოაყალიბეთ, როგორ შეარჩიეთ მისი წევრები?

 

ბევრ მომღერალზე უარის თქმა მოგვიხდა, რადგან ვერ შეძლეს ჩვენი რეპერტუარის მღერა - 5-6 ხმიანი სიმღერები გაქვს. ჩემი შემოქმედება ორ ნაწილად შემიძლია დავყო. პირველი ნაწილი ადრეულ ასაკში დავწერე და მას ქართველი მსმენელი კარგად იცნობს, ხოლო მეორე ნაწილი განსხვავებულია, ის მრავალხმიანია და კლასიკურ ფოლკშია გადაწყვეტილი. „ქართლის მატიანე“ სიმებიანი კვარტეტისა და ხალხური საკრავების სინთეზით გავაკეთეთ. ასევე, „გააგრძელე საქართველოს ისტორია“, „შენ უკვდავი ხარ გმირო“... ჩემი ლირიული სიმღერებიდან მინდა გამოვყო „ერთი კოცნა“ მელოდიურობის თვალსაზრისით. ორი წლის წინ დავწერე ეს სიმღერა, როდესაც მამა იოსებმა ლექსი მომაწოდა და მითხრა, რომ ის ლირიულ სიმღერად უნდა მექცია. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო „წმინდა ნინო“, რომელიც აკაპელაა და მასზე ვმუშაობთ ამ ეტაპზე. სწორედ ამ სიმღერებმა მოითხოვა ამდენი ადამიანის შეკრება და „დროშიონის“ ასეთი სახე.

 

რამდენად ახერხებს ანსამბლი საკუთარი თავის შენახვას? გაქვთ თუ არა კონცერტები?

 

ამაშია ზუსტად საქმე, ეს ბიჭები „დროშიონის“ სახელის ქვეშ ანაზღაურების გარეშე დგანან. სამი წლის არსებობის განმავლობაში შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა. ამ ეტაპზე სოლო ალბომზე ვმუშაობთ, ვწერთ სიმღერებს. ვფიქრობთ, 15-მდე სიმღერა შევიტანოთ. მომავალში სოლო კონცერტსაც ვგეგამვთ.

 

სულ რამდენი სიმღერა გაქვთ?

 

25 სიმღერის ავტორი ვარ, უმეტესად მამა იოსების ტექსტებზე მაქვს დაწერილი. ბავშვობაში ლექსებსაც ვწერდი.

 

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე სახელწოდებით „გააგრძელე საქართველოს ისტორია“...

 

ლექსი როდესაც წავიკითხე, ის მამა იოსებს ეკუთვნის, ისე შემძრა, ისეთი ემოცია მომცა, რომ სურვილი გამიჩნდა ამემღერებინა. მივხვდი იმას, რომ საკმაოდ რთული ასამღერებელი იყო ტექსტის წყობიდან გამომდინარე. სიმღერის პირველი ნაწილი საგალობელია, მეორე ნაწილი მთის ხასიათშია გაკეთებული, მესამე ნაწილი კი ხორუმით მთავრდება და ის ქართველი ერის სიფხიზლის ნიშანს წარმოადგენს.

 

როგორია თქვენი საბოლოო გეგმები?

 

ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე და ვემზადებით სოლო კონცერტისთვის - ამ ეტაპისთვის ჩვენი სამომავლო გეგმა ეს არის.





ანს. დროშიონი - გააგრძელე საქართველოს ისტორია


You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





ანს. დროშიონი - დილა მთებს დასძინებია. Live





ანს. დროშიონი - ერთი კოცნა. Live






ანს. დროშიონი - ფშაველი კაცი. Live






ანს. დროშიონი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი






ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge