ფანდურა: „მაყვალა“ მსოფლიო ჰიტია...
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ზურა ბარბაქაძე იგივე „ფანდურა“ ესტუმრა. მომღერალმა „არ დაიდარდოს“ მსმენელს ძველი სიმღერის საკუთარი ინტერპრეტაცია შესთავაზა, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ფანდურამ“ დააანონსა, რომ პირველი ვიდეორგოლის გადაღებას გეგმავს.

როგორ ხარ? შენთვის ახალი წელი ახალი სიმღერით იწყება... თუმცა მანამდე, მოგვიყევი შენს შესახებ...

მივესალმები მსმენელს. ახალი წელი შემართებით დავიწყე, უკვე მოვასწარი ორი გასტროლი ისრაელსა და რიგაში. თებერვლისთვის ახალი სიმღერის გაკეთება მინდოდა და გამომივიდა კიდეც. სიმღერა ძველია, თუმცა ჩემებურ ინტერპრეტაციას გთავაზოთ, მე როგორც მოვირგე, ისეთ ვერსიას შევთავაზებ მსმენელს.

სიმღერა „მაყვალა“, ძალიან პოპულარული აღმოჩნდა...

დიახ, მე ვამბობ ხოლმე, რომ „მაყვალა“ მსოფლიო ჰიტია. ჩემი ნებისმიერი გასტროლი ამ სიმღერასთან ასოცირდება. ხშირად ერთ კონცერტზე რამდენჯერმეც კი მამღერებენ. ამ სიმღერას მე და ნინო ჩხეიძე დუეტშიც ვასრულებდით, დუეტის იდეა ნინოს ეკუთვნოდა. თუმცა „მაყვალაზე“ არ ვფიქრობდით, ეს იყო „აყვავებულა არაგვზე დეკა“, მაგრამ იმ პერიოდში სამი სხვადასხვა ვერსია ჟღერდა უკვე თქვენს ტალღაზე და ამიტომ გადავწყვიტეთ „მაყვალა“, რომელიც იმდენად წარმატებული გახდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდით. 6 წლის შემდეგ გავაკეთე რიმეიქი.

ხომ არ ფიქრობ ალბომის გამოშვებას?

მთლიანობაში 22 სიმღერაა ჩემს რეპერტუარში. კი, ერთი პერიოდი ვფიქრობდი ამ თემაზე, თუმცა ჯერჯერობით თავი შევიკავე. ჩემი პირველი გეგმა ამჯერად პირველი ვიდეორგოლის გადაღებაა სიმღერაზე „თებერვალი დადგაო“.

ახალ სიმღერაზე მოგვიყევი?

ეს სიმღერა ძალიან მომწონდა. ბავშვობიდან მახსოვს და სულ მინდოდა ამის გაკეთება. ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა, ძირითადად ჩემს სიმღერებს მასთან ვაკეთებ და არანჟირების იდეის ავტორი ხშირად ის არის. ყოფილა შემთხვევები, დასრულებული სიმღერა თავიდან გაგვიკეთებია. დიდი მადლობა ზაზას. ლექსისა და სიმღერის ავტორი არ ვიცი სამწუხაროდ, ვინ არის მაგრამ იმედია, გამოჩნდება. სიმღერა ლექსით იწყება, რომლის ავტორიც ნინო ქემულარიაა.

სამომავლო გეგმები როგორია?

პირველ მარტს მივდივარ ბაქოში, აპრილში კი თურქეთში, უახლოესი გეგმები ეს არის.





ზურა ბარბაქაძე - თებერვალი დადგაო

You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.

 



ფანდურა (ზურა ბარბაქაძე) - მაყვალა. Live





ფანდურა (ზურა ბარბაქაძე) - ფიქრი. Live





ფანდურა (ზურა ბარბაქაძე). ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge