ლაშა ღლონტი: „მონატრებიხარ ფიქრების“ შემდეგ ასეთი „ჩემი“ სიმღერა არ მიმღერია
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ლაშა ღლონტი ესტუმრა. მომღერალმა მსმენელს მამუკა ჩარკვიანის სიმღერის თავისებური ვერსია შესთავაზა. ლაშა ღლონტი სიმღერას თავის შვილისშვილს უძღვნის, თავის დროზე კი ის ჯანსუღ ჩარკვიანმა შვილიშვილს, ირმა გიგანს მიუძღვნა.


როგორ ხარ?


ძალიან მიხარია, თქვენთან რომ ვარ, ძალიან კარგი სიმღერა მოვიტანე. ის შესანიშნავი ადამიანების შექმნილია, სიმღერა მამუკა ჩარკვიანს ეკუთვნის. ლექსი კი ჯანსუღ ჩარკვიანს. ვიცი, რომ ამ სიმღერას წარმატება ექნება, რადგან თავის დროზე ის ძალიან წარმატებული იყო.


ძალიან მომეწონა შენებურად ნამღერი ეს სიმღერა...


ბატონმა ჯანსუღმა ეს ლექსი მიუძღვნა ირმა გიგანს, თავის შვილიშვილს, მამუკამ კი სიმღერა დაწერა. სიმღერა ძალიან პოპულარული იყო. შემდეგ ინტერესი მის მიმართ ცოტა მინელდა. ახლა კი დადგა ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, ვისაც უნდა მივუძღვნა. ეს არის ჩემი შვილიშვილი, პატარა მამუჩიკო, მართალია სიმღერა გოგოზეა და ჩემი შვილიშვილი ბიჭია, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით ყველას შეუძლია შვილსა და შვილიშვილს უმღეროს. მამუკასთან მისვლა და სიმღერის თხოვნა პირადად ვერ გავბედე. ჩემი მეგობრებმა ეკა გამცემლიძემ და თიკა ჩიქოვანმა სთხოვეს, მას ძალიან ესიამოვნა. არანჟირება გავაკეთე მარიკა ქაცარავასთან. ნახევარი წელი ვმუშაობდით ამ სიმღერაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოვასმენინეთ მამუკას. მადლობა მას და მის ოჯახს ასეთი სიყვარულისთვის და ამ უფლებისთვის. ამ ეტაპზე სულიერად ეს „ჩემი“ სიმღერა გამოვიდა.


კლიპიც გადაიღე...


დიახ, „იმედმა“ გადაწყვიტა რომ შიდა კლიპი გადაეღო, მონაწილეობენ მამუკა ჩარკვიანი, თაკო ჩარკვიანი და ირმა გიგანი, ასევე მე და ჩემი შვილიშვილი. მინდოდა, ტექსტის მიუხედავად სიმღერა ოპტიმისტური გამოსულიყო. რომ დაუკვირდე, ცხოვრების კანონზომიერება ასეთია... ასეთი ტექსტი აქვს „შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები“... ბაბუა უნდა წავიდეს, შვილიშვილი უნდა დარჩეს. როდესაც ადამიანები მიდიან, სიცოცხლე, ჩვენი გული, ხასიათი მათში გრძელდება. სხვათაშორის ამერიკაში გავფრინდი და გზაში ვნერვიულობდი, თვითმფრინავი არ ჩამოვარდეს და სიმღერა ჩაუწერელი არ დამრჩეს თქო. ყველას ძალიან მოსწონს, ვინც მოისმინა. მიმაჩნია, რომ „მონატრებიხარ ფიქრების“ შემდეგ ასეთი „ჩემი“ სიმღერა არ მიმღერია.


როგორია შენი სამომავლო გეგმები?


ქეთი ფარესაშვილთან ერთად, 18 თებერვალს ათენში ჩავატარებთ კონცერტს. „ალილოში“ რებრენდინგი მოხდა და გავხდით ჯგუფი „ალილო“, დავიმატეთ ახალი წევრები და სულ ექვსნი ვართ.




ლაშა ღლონტი - შენ რომ დიდი იქნები

You must have Flash Player installed in order to see this player.

 



გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





ლაშა ღლონტი. სიმღერის პრემიერა. "შენ რომ დიდი იქნები"




ლაშა ღლონტი - შენ რომ დიდი იქნები




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge