ოჯახური დუეტი „არ დაიდარდოს“ ორი ახალი სიმღერით ესტუმრა
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ცნობილი მომღერლები, ძალიან ლამაზი ოჯახი და დუეტი გიორგი წერეთელი და ლოლა ესტუმრნენ. წყვილმა მსმენელს ორი ახალი სიმღერა მოუტანა და სამომავლო გეგმებიც გააცნო.



მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გიორგის დაბადების დღე „არ დაიდარდოს“ ეთერითაც მივულოცო. გიორგი როგორ აღნიშნე იუბილე?


მინდა მადლობა გადავუხადო ყველას იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობ. ჩვენი პროფესიის ადამიანები ძალიან დაკავებულები ვართ, ამიტომ ჩემს დაბადების დღეზე ბევრი ადამიანი ვერ მოვიდა. ეს იყო ძალიან ლამაზი კონცერტი. შეიკრიბა უამრავი მომღერალი, კომპოზიტორი თუ ცნობილი სახე. ეს ადამიანები პირველ რიგში ჩემი მეგობრები არიან და მათგან მართლაც დიდი სიყვარული ვიგრძენი.


მხოლოდ დაბადების დღეზე რომ არ ვისაუბროთ. თქვენი რესტორანი „სამი საუკუნე“ ყოველდღიურად ძალიან დატვირთულია. ძალიან საინტერესო იდეები გაქვთ ხოლმე...


ბევრი ახალი იდეაც გვაქვს, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ გავამხელთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ „სამი საუკუნე“ ეს არის რესტორანი, სადაც ყველა საკითხს შემოქმედებითად უდგებიან. დაწყებული კერძებიდან, დამთავრებული მუსიკით. ეს არის ჩვენი სახლი და ვცდილობთ, ყველა სტუმარი განსაკუთრებულად მივიღოთ.


რაც შეეხება გასვლით კონცერტებს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


გასული წელი ძალიან გადატვირთული იყო... ვიყავით ისრაელში, მოსკოვში. იქაური ემიგრანტები მონატრებულები არიან ჩვენს სიმღერას და ყველას მოვეფერეთ. კონცერტზე იყო რუსი მაყურებელიც და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მომავალი თვეებიც, მარტი და აპრილიც საკმაოდ გადატვირთული გვაქვს. მივემგზავრებით ბელგიაში, მოსკოვში, ისრაელში, მერე ისევ ბელგიაში, ბუდაპეშტში და ამერიკაში.


დღეს მოგვიტანეთ ახალი სიმღერა „თეთრი იასამანი“, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს...


ამ სიმღერის იდეა ულამაზესმა წყვილმა მომაწოდა. ჩემი მეგობრის მშობლების იუბილე იყო. ბატონი სერგო და ქალბატონი რიმა, ისეთი გემრიელი წყვილია, რომ მათი დღისთვის განსაკუთრებული სიურპიზის გაკეთება მომინდა. „თეთრი იასამანი“ ტრადიციულად გიორგი დათიაშვილის სტუდიაში - „Fortuna records“-ში ჩაიწერა.


რაც შეეხება მეორე სიმღერას - „სახლში წაგიყვან“, ლოლა მოგვიყევი ამ სიმღერაზე...


გიორგის რესტორანში დილის 6 საათზე ვაცილებ. ამას თავისი საქმეები აქვს, მე კი ჩემი. საღამოს მეც მივდივარ რესტორანში და ვიწყებთ მუშაობას. მერე ისევ მივდივარ სახლში, გიორგი რჩება და ისევ მუშაობს. გვიან მოდის, დილით ისევ მიდის და ასე. ეს სიმღერაც სწორედ გიორგის ეძღვნება. ასევე გეტყვით ერთ სიახლეს, სულ მალე კიდევ ერთი ახალი სიმღერის პრემიერაც შედგება. ეს სიმღერა ჩემი ახალი ალბომიდანაა. კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. სიმღერაზე კლიპსაც გადავიღებთ და სატელევიზიო პრემიერაც შედგება.



 

გიორგი წერეთელი - თეთრი იასამანი

You must have Flash Player installed in order to see this player.

 


ლოლა - სახლში წაგიყვან

You must have Flash Player installed in order to see this player.




გადაცემის აუდიო ჩანაწერი


You must have Flash Player installed in order to see this player.







გიორგი წერეთელი და ლოლა - იები. Live




გიორგი წერეთელი და ლოლა. ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge