ლაშა რამიშვილი სტუმრად თაკო მელიქიშვილთან
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ლაშა რამიშვილი ესტუმრა. მსახიობმა, მომღერალმა და რადიო წამყვანმა ალექსანდრე ბასილაიას „შალომ“ საკუთარი ინტერპრეტაციით ჩაწერა. ასევე, ცნობილი გახდა რომ რიგით მესამე საავტორო სიმღერა მალე მზად იქნება. სიმღერის ავტორი თავად ლაშა რამიშვილია, ტექსტი კი მეუღლესთან ერთად დაწერა. მსახიობმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

 

ლაშა, ძალიან აქტიური ხარ ყოველთვის, როგორ ისვენებ ხოლმე?

 

უბრალოდ ჩუმად ვარ ხოლმე, აზრზე მოვალ და ისევ ენერგიული ვარ.

 

გააქტიურდი კარიერაშიც, რა სიახლეები გაქვს?

 

მთავრდება ჩემი მესამე საავტორო სიმღერა, რომელიც სიყვარულზეა. „არ დაიდარდოს“ მენეჯერმა უკვე მოისმინა და ასე თქვა, რომ არაფერს არ გავსო. ავტორი მე თავად ვარ, ტექსტი კი მე და ჩემმა მეუღლემ ერთად დავწერეთ. ოჯახური სიმღერა გამოვიდა.

 

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

 

ბევრი შემოთავაზება მაქვს უკრაინიდან და რუსეთიდან, თუმცა ვერ ვთანხმდები, რადგან სამი სამსახური მაქვს და ვერ ვახერხებ ვერსად გასვლას. ერთ-ერთი მათგანია ახალი პროექტი Welcome To Georgia – The Musical. ორ წლიანი პროექტია, ჯერჯერობით კახეთზეა და განკუთვნილია ტურისტებისათვის. ეს არის მიუზიკლი, მუსიკალური სპექტაკლი, რომანტიული კომედია ინგლისურ ენაზე საქართველოსა და ქართველების შესახებ. სპექტაკლში 18 მსახიობი ასრულებს 20-მდე სასიმღერო და საცეკვაო ნომერს. დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა. შესაძლოა საზღვარგარეთაც გავიტანოთ. ასევე, შესაძლოა განახლდეს უკრაინაში ფილმის გადაღებები, სადაც იტალიელი მზარეულის როლის შესრულება მომიწევს.

 

ახალ სიმღერაზე მოგვიყევი…

 

ახალი არ არის, „შალომ“ – ასე ქვია სიმღერას. დიდი ხანია მახსოვს ეს სიმღერა. ალექსანდრე ბასილაიაა ავტორი, ეძღვნება ჩვენს ებრაელ ძმებს. ამ ბოლო დროს მათთან ძალიან აქტიური ურთიერთობა მაქვს. მომეხმარნენ რუსთაველი პედაგოგები – გროს ოქტეტის წევრების ხმებიც ჟღერს სიმღერაში.

 





ლაშა რამიშვილი - შალომ

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ლაშა რამიშვილი - ალალ მე. Live




ლაშა რამიშვილი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge