ირიაო: „ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ქართულ ენაზე წარადგენს ევროვიზიაზე სიმღერას“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯგუფ „ირიაოს“ სამი წევრი ესტუმრა: ბუბა მურღულია, გაგა აბაშიძე და შაკო გელეყვა. წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს სწორედ „ირიაო“ წარადგენს. სიმღერა დავით მალაზონიას, კომპოზიციის არანჟირება მიშა მდინარაძეს, ხოლო ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. სიმღერა სახელწოდებით “შენი გულისთვის” „არ დაიდარდოს“ ეთერში პირველად გაჟღერდა.

 

მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, როგორ ემზადებით “ევროვიზიისთვის”?

 

ძალიან აქტიურად, მოსამზადებელი პერიოდი რთული გამოდგა, ბევრი შემოქმედებითი დაბრკოლება იყო.

 

როგორ შეირჩა სიმღერა?

 

დათო მალაზონიამ წარმოადგინა რამდენიმე კომპოზიცია და პირველი არხისა და “ევროვიზიის” მენეჯმენტთან ერთად, სწორედ ეს სიმღერა ავირჩიეთ. ლექსი შეიქმნა მელოდიაზე დაყრდნობით და მისი ავტორია ირინა სანიკიძე. ჩვენთვის ნამდვილად საამაყო შინაარსის ლექსია. ფილოსოფია მოდის – “რასაცა გასცემ შენია” და ამ იდეის ავტორიც დათო მალაზონიაა. მე ძალიან მომწონს და დიდი მესიჯია საქართველოდან.

 

8 აპრილს მიემგზავრებით ისრაელში?

 

ყოველი ევროვიზიის წინ ტარდება ხოლმე წინა “საევროვიზიო” შეხვედრები და წელს მასპინძელი ისრაელია. ჩამოვა “ევროვიზიის” ყველა მონაწილე და პირველად გაჟღერდება საკონკურსო სიმღერები.

 

პირველ მაისს ლისაბონში გაემგზავრებით…

 

დიახ, 13 მაისამდე ლისაბონში ვიქნებით. 9 მაისს ნახევარფინალია. ყველა გამომსვლელს ყოველ მოქმედებას შეგვასწავლიან, რეპეტიციები როგორც ვიცი პირდაპირ ეთერში იქნება.

 

კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო…

 

უცხოური კომენტარები ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ქართული. ათასი კომენტარიდან შეიძლება 20 იყოს საშუალოზე ოდნავ ცუდი. როგორც იცით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ქართულ ენაზე წარადგენს სიმღერას. ყველა კომენტარი და ვიდეო რეაქცია წაკითხული და ნანახი მაქვს. ყველა მათგანი აღიარებს, რომ ქართული ენა ძალიან ლამაზია და უხდება ევროვიზიას განსხვავებული ენა. კლიპს რაც შეეხება, მხატვარი შაკო პოპიაშვილია, დიზაინერი მეგი გაბუნია. „ევროვიზიის“ მთელი მენეჯმენტი იყო ჩართული გადაღებებში. სასცენო ჩაცმულობაზე ანუკი ქებურია იზრუნებს, წითელ ხალიჩაზე კი, რომელიც წელს ცისფერი იქნება, მეგი გაბუნიას სამოსით გამოვალთ.

 

გარდა „ევზროვიზიისა“, რაზე მუშაობს „ირიაო“?

 

„ევროვიზიამდე“ მივიღეთ რამდენიმე შემოთავაზება, გერმანიაში მივემგზავრებით. ვიმდოვნებთ, რომ „ევროვიზია“ ათჯერ მაინც გაზრდის შემოთავაზებათა რაოდენობას. ის სიმღერა, რასაც ევროვიზიაზე გავიტანთ, არ არის „ირიაოს“ მთავარი სტილი. ეს არის კომპრომისზე წასვლა, „ევროვიზიას“ ოდნავ მორგებული ფორმატია თითქოს. თუმცა, დაინტერესების შემდეგ, „იუთუბზე“ ნახავენ რა შეგვიძლია. „ევროვიზიაზე“ წასვლამდე გვინდა მსმენელებთან შეხვედრები მოვაწყოთ და გავაცნოთ მათ „ირიაო“. აპრილის ბოლოს ვგეგმავთ სოლო კონცერტს, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ფეისბუქ გვერდზე განვათავსებთ.

 

სიმღერა „შენი გულისთვის“ სად დამზადდა?

 

არანჟირების ავტორია მიშა მდინარაძე. ორკესტრი და ხმები კინოსტუდიაში ჩაიწერა, საბოლოო მასტერინგი რომა გიორგაძესთან გაკეთდა.





ირიაო - შენი გულისთვის

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიო ჩანაწერი


You must have Flash Player installed in order to see this player.





ჯგ. "ირიაო". გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge