გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი ბექაური, იგივე ფანდურა ესტუმრა
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი ბექაური, იგივე ფანდურა ესტუმრა. მომღერალმა მსმენელს კიდევ ერთი ახალი სიმღერა შესთავაზა. გარდა ამისა, მან პირდაპირ ეთერში ცოცხლად იმღერა.

 

რა ხდება შენსკენ ახალი?

 

ვწერ სიმღერებს, ვმუშაობ. ვცდილობ ხარისხიანი პროდუქტი ვაკეთო. თუ აკეთებ, აუცილებლად კარგი უნდა იყოს.

 

რომელ სტუდიასთან თანამშრომლობ?

 

ზაზა გოჩიტაშვილთან. ახალი სიმღერაც მასთან დამზადდა. ინსტრუმენტები ცოცხლად არის ჩაწერილი. ფოლკ-ბენდ „ზარზმას“ მინდა გვერდით დგომისთვის მადლობა გადავუხადო.

 

კონცერტებს თუ მართავ?

 

სულ ათი საავტორო სიმღერა მაქვს და შვიდი სოლო კონცერტი ჩავატარე. ტექსტები კი ნანა ცინცაძის, დეკანოზ თავმას ჩოხელის, გელა ბექაურის არის. სიმღერაზე, რომელიც ახლა მოვიტანე თქვენთან, პირველად დავწერე ტექსტი. არ ვიცი როგორ მიიღებს მსმენელი. მივუძღვენი ჩემს მეუღლეს და დავარქვი „ჩემი აზრები“. ნაწილ-ნაწილ შევაგროვე ტექსტი.

 

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

 

გავაგრძელებ სიმღერების ჩაწერას. არ მინდა, რომ ვიჩქარო. კიდევ განვმეორდები, თუ გავაკეთებ ძალიან მაგარი უნდა იყოს. არის შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნებიდანაც.






ფანდურა ბექაური - ჩემი აზრები

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.




ფანდურა ბექაური - არაგვის პირას. Live




ფანდურა ბექაური. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge