გოჩა ჭაბუკაიძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ გოჩა ჭაბუკაიძე ესტუმრა. მან მსმენელს საკუთარი სიმღერა შესთავაზა, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილსა და ყველა გმირს უძღვნის. „გადარჩება საქართველო“ – ასეთია სიმღერის სახელწოდება. მომღერალმა „არ დაიდარდოს“ პირდაპირ ეთერში ცოცხლად ორი სიმღერა შეასრულა.

 

რა მოგცათ სატელევიზიო მუსიკალურმა პროექტებმა?

 

იმდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩემთვის, რომ ის, რაც მომცა ამ ყველაფერმა, ნეტავ მთელი ცხოვრება შემანარჩუნებინა. ვგულისხმობ ადამიანების მხრიდან გამოვლენილ დიდ სიყვარულს საქართველოსა და უკრაინაში.

 

კონცერტები თუ გაქვთ?

 

მქონდა ტურნე საქართველოს მასშტაბით, თუმცა, სპონსორის არ ყოლის გამო, შეწყდა. ვიყავი სტამბულში და როგორც ვიცი, კიდევ არის დაგეგმილი ღონისძიება.

 

ახალ სიმღერაზე მოგვიყევით…

 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი პოეტის ლექსზე ვცადე შემექმნა მუსიკა. თავად პოეტის მეუღლემ მთხოვა, რომ მელოდია დამეწერა. ტექსტი ძალიან შთამაგონებელია, ის გმირებზეა და ვფიქრობ, გამომივიდა. მინდა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნით ყველა გმირს მივუძღვნა. ძალიან ვღელავდი სიმღერის ჩაწერისას, ისეთი სიტყვები ჟღერს… ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილთან. „გადარჩება საქართველო“ – ასე ქვია ახალ სიმღერას. მადლობა, რომ მომეცით საშუალება, რადიოში გაჟღერებულიყო.





გოჩა ჭაბუკაიძე - გადარჩება საქართველო

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.





გოჩა ჭაბუკაიძე - რატომ გამირბიხარ. Live





გოჩა ჭაბუკაიძე - საყვარელო დედა. Live




გოჩა ჭაბუკაიძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge