„მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები სტუმრად გადაცემაში „რადიო დუეტი“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ პროექტის „მხოლოდ ქართული“ ორი მონაწილე კონსტანტინე კარანაძე და სოფო ბათიაშვილი ესტუმრნენ. გადაცემის სტუმრებმა ჭეშმარიტად ქართული ტალღის პირდაპირ ეთერში „სულიკო“ იმღერეს. „მხოლოდ ქართულის“ რადიო პარტნიორები „არ დაიდარდო“ და რადიო „ფორტუნა“ გახლავთ.

 

გაგვაცანით თქვენი თავი, რატომ მიიღეთ ამ პროექტში მონაწილეობა, ძალიან გიყვართ ქართული სიმღერა, თუ უბრალოდ მუსიკალურ პროექტში გსურდათ მონაწილეობის მიღება?

 

სოფო: – საწყის ეტაპზე არცერთი იყო და არც მეორე. დიდი ხანი ვყოყმანობდი. ჩემმა ვოკალის პედაგოგმა გამაგებინა, რომ ასეთი პროექტი იწყებოდა, მე ტელევიზორს არ ვუყურებ და არ ვიცოდი. ძალიან გამიკვირდა მისგან ეს შემოთავაზება, იმიტომ რომ ქართულად არ ვმღეროდი. გამიჩნდა სურვილი, მესწავლა და შემეყვარებინა ქართული სიმღერა. ვმღეროდი მხოლოდ ინგლისურენოვან სიმღერებს. ქასთინგზე „ქარი კვლავ არხევს“ ვიმღერე. წინა ღამით შევატყობინე მშობლებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. რომ გავიგე, ზვიად ბოლქვაძე იქნებოდა მუსიკალური ხელმძღვანელი, ხოლო ჟიურიში გიორგი უშიკიშვილი, სოფო ნიჟარაძე და მარინა ბერიძე ისხდებოდნენ, ეს გახდა განმსაზღვრელი ფაქტორი ჩემთვის. ძალიან მინოდა ამ ადამიანებთან ერთად მემუშავა.

 

კონსტანტინე: – ჩემი ისტორია ძალიან მარტივია. ბებიაჩემი ქართული სიმღერის მოტრფიალეა, სხვას უსმენს, მაგრამ არ ცნობს. თბილისში ორი დღის განმავლობაში იყო კასთინგები. პირველ დღეს არ გავსულვარ, მეორე დღეს კი ბებიამ შუადღისას დამიკაკუნა, თუ არ წახვალ ქასთინგზე, სახლში არ შემოხვალო. არ მინდოდა უსახლკარო ვყოფილიყავი და წავედი ქასთინგზე. ვიმღერე მამუკა ჩარკვიანის „სულ ზევით ზევით“ და „ასი წლის შემდეგ“. ბევრი სიმღერა არც მქონდა მომზადებული, ის ვიმღერე, რასაც ბებიას ვუმღერი ხოლმე.

 

ახალ ვერსიებში თავს რამდენად კომფორტულად გრძნობთ?

 

სოფო: – ამ ვერსიებმა შევამაყვარა ქართული სიმღერა, თითქოს ამას უფრო ვგრძნობ და ახლოს არის ჩემთან.

 

კონსტანტინე: – მე ვფიქრობ, ორიგინალი ვერსია ავტორმა ასე შეიგრძნო, ასე დაწერა. ამას პატივს ვცემთ, თუმცა გავიდა დიდი დრო და ახალი ვერსიები აუცილებელია. თუ პატივს არ სცემ ორიგინალ ვერსიას, ისე ახლებურადაც ვერ იმღერებ.




გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





კონსტანტინე კარანაძე და სოფო ბათილაშვილი - სულიკო




კონსტანტინე კარანაძე და სოფო ბათილავილი. "რადიო დუეტი"



ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge