„ქართული ხმები“ მედეა კარტოზიას სიმღერით

 

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ „ქართული ხმების“ სამი წევრი ესტუმრა: ზურა და კახა ბაკურაძეები და დათო კიკაბიძე. ანსამბლის წევრებმა მედეა კარტოზიას სიმღერა ჩაწერეს, ასევე, მსმენელს პირდაპირ ეთერში ცოცხლად უმღერეს.

 

ბევრი გასვლითი კონცერტი გქონდათ, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ…

 

აჩიკო ნიჟარაძესთან ერთად აშშ-ში ვიმოგზაურეთ. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ამ პროექტმა და სურვილი ისევ დიდია, რომ კიდევ ჩავიდეთ.

 

ახალ სიმღერაზე მოგვიყევით…

 

მედიკო კარტოზიას სიმღერაა. ის არის მუსიკისა და ტექსტის ავტორი. ამ ბოლოს დროს ხშირად გვიწევს ამ ქალბატონთან ურთიერთობა. სეუ სტუდიაში, ზაზა ხუბუკელაშვილთან ჩავწერეთ. ქალბატონი მედეას გარდა ეს სიმღერა სხვას არავის უმღერია. „წვიმდა“ – ძალიან თბილი და ლამაზი სიმღერა გამოვიდა.

 

ტრიოს სახით ხართ წარმოდგენილნი ამჯერად…

 

ეხლა იცით როგორ ვართ? რამდენიც გვინდა, იმდენი ვართ. ამჯერად სიმღერა ტრიოში ჩავწერეთ. ავსტრიაში მივდივართ გასტროლზე კვარტეტის სახით, კახა გრიგალაშვილი დაგვემატება. კვიპროსზე კი ტრიო წავალთ.

 

თბილისში თუ გაქვთ ხოლმე კონცერტები?

 

თბილისში ხშირად გვაქვს კონცერტი. ამერიკაში წავსლამდე აჩიკოსთან ერთად გვქონდა კონცერტი. ისევ აჩიკო ნიჟარაძესთან ერთად ვგეგამვთ საინტერესო სიახლეებს, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. რამდენიმე ერთობლივი სიმღერა გვაქვს, რა თქმა ჩვენ-ჩვენს რეპერტუარსაც ვასრულებთ. ერთად ყოველთვის საინტერესოა და ვატყობთ, რომ ხალხს მოსწონს.

 

სამომავლო გეგმები როგორია?

 

27 მაისს მამუკა ჩარკვიანის კონცერტი იგეგმება, ბევრი სიმღერით ვართ ჩართულები, ვემზადებით ასევე 26 მაისისთვის. საქმე ძალიან ბევრი გვაქვს.





ქართული ხმების ტრიო - წვიმდა

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.





ქართული ხმების ტრიო - მიყვარხარ. Live




ქართული ხმების ტრიო. გადაცემა "რადიო დუეტი" ვიდეო კოლაჟი




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge