ნათია ქველაძე ოქროს ტალღის შესახებ: „ვინც ამ პროექტში მონაწილეობს, ჩემი აზრით ყველა გამარჯვებულია“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ნათია ქველაძე ესტუმრა. ნათიას შესრულებით არ დაიდარდოს ეთერში რამდენიმე სიმღერა უკვე ჟღერს. ამჯერად, კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი წარმოადგინა. ნათია ქველაძემ პირდაპირ ეთერში იმღერა კიდეც.

 

შენი სამი სიმღერა ჟღერს ჩვენს ტალღაზე…

 

ძალიან დადებითი ემოციები მივიღე მსმენელის მხრიდან. შემოქმედი ადამიანისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, როდესაც ხალხს უყვარხარ. დიდი გამოხმაურება მოყვა სიმღერას „მასწავლე“. სწორედ ის არის ჩემი სიმღერებიდან ყველზე რეიტინგული.

 

ეს სიმღერა პროექტ „ახალ ტალღაში“ იღებს მონაწილეობას…

 

ვაქტიურობ, ჩემი მსმენელიც ჩართულია. ძალიან გამიხარდა, რომ ვმონაწილეობ, ვნახოთ რა იქნება. ბევრ მათგანს ვგულშემატკივრობ, ჩემს კოლეგებს ხმებსაც ვაძლევ. ვინც ამ პროექტში მონაწილეობს, ჩემი აზრით ყველა გამარჯვებულია.

 

ახალი სიმღერით გვესტუმრე…

 

„უჩემოდ ვერ გაძლებ“ – ასე ქვია სიმღერას და მე დავწერე. სხვათაშორის აღდგომა იყო და ალბათ ღვთისგანაც იყო რაღაც, ჩემი აზრით. განსხვავებულ ჟანრში ჩავწერე, აქტიური, მხიარული მელოდიაა. ცოტა კომერციულადაც გავთვალე. ჩაიწერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში. ვნახოთ, მსმენელი როგორ მიიღებს.





ნათია ქველაძე - უჩემოდ ვერ გაძლებ

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.




ნათია ქველაძე - ამაღამ. Live




ნათია ქველაძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge