„გაოცებულები ვართ, იმდენად ლამაზი გარდასახვების შესრულება გვიწევს“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ პროექტის „მხოლოდ ქართული“ ორი მონაწილე, ნანუკა მიქაძე და გოგა გიორგელაშვილი ესტუმრნენ. „არ დაიდარდო“ პროექტის რადიოპარტნიორია. კონკურსანტებმა პირდაპირ ეთერში დუეტი შემოგვთავაზეს.

 

როგორ მოხვდით პროექტში?

 

ნანუკა: – ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ პროექტში გავსულიყავი, თუმცა სად, რომელ კონკურსში არ ვიცოდი. თანაც ვსწავლობ, აბიტურიენტი ვარ და ვფიქრობდი, რომ ვერ შევუთავსებდი ერთმანეთს. ბაბუას დიდი სურვილი იყო მსგავს პროექტში გავსულიყავი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხდი. ამდენ ლაივამდე რომ არ მიმეღწია, მაინც ბედნიერი ვიქნებოდი.

 

ქართულ სიმღერებს თუ ასრულებდით მხოლოდ ქართულამდე?

 

ნანუკა: - რომ არ დაგიმალოთ, დიდი ინტენსივობით არ ვმღეროდი ქართულ სიმღერებს, ამიტომაც დავინტერესდი ამ პროექტით, რომ მხოლოდ ქართულად უნდა მემღერა. გაოცებულები ვართ, იმდენად ლამაზი გარდასახვების შესრულება გვიწევს. „ცოტა კიდევ მოითმინე გულო“ და გოგი დოლიძის „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს“ – ეს ორი სიმღერა გახდა ჩემი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.

 

გოგა: – საერთოდ არ ვაპირებდი გასვლას. ჩემმა დამ მითხრა და თავიდან უარი ვუთხარი. მეც წელს ვაბარებ და ვფიქრობდი, ვერ მოვიცლიდი. ბოლოს ოჯახის თხოვნით გავედი. ეხლა ნამდვილად არ ვნანობ, რომ აქ ვარ. ნინო ქათამაძის „იები“ ვიმღერე შესარჩევ ტურზე.

 

რას ელით ამ პროექტისგან?

 

ნანუკა: – ამ პროექტისგან უდიდეს გამოცდილებას ველი. ამდენი ხანი რომ ვართ, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. რაც უფრო დიდ ხანს დავრჩები, უფრო მეტად გამიჩნდება სურვილი, ამ სფეროში წარმატებას მივაღწიო.

 

ჟიურის წევრებზე რას იტყვით?

 

გოგა: – ობიექტურები არიან. შიში არავის აქვს. როდესაც ვნერვიულობთ, ეს ხელს გვიშლის და ეს არავის ბრალი არ არის

 

ხალხი გცნობთ?

 

ნანუკა: – დიახ, ძალიან დადებითი ემოციები მოდის, პოპულარობა სასწაული გრძნობაა.




გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ნანუკა მიქაძე & გოგა გიორგელაშვილი - ჩემო ციცინათელა. Live




ნანუკა მიქაძე & გოგა გიორგელაშვილი. "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge