მაგ ცრემლებს სამი მილიონი ნახვა აქვს: რატომ ტიროდა გია სურამელაშვილი
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ გია სურამელაშვილი ესტუმრა. მომღერალმა მსმენელს ორი ახალი სიმღერა წარუდგინა. ასევე, დააანონსა, რომ ივნისის შუა რიცხვებში, იტალიაში ქართველ ემიგრანტებს შეხვდება. ისრაელში კი განახლებული რეპერტუარით გაემგზავრება.

 

როგორ ხარ გია?

 

შენზე და სტუდიას მონატრებული თაკო, ამიტომ დახუნძლული მოვედი. ვემზადები გასტროლებისთვის, 17 ივნისს იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ბენეფისი მაქვს. მადლობა ემიგრანტებს, რომ ასეთი მოთხოვნადი ვარ. ასევე მივესალმები ებრაელებს, სულ მალე ახალი პროექტით ვესტუმრები ისრაელსაც. მადლობელი ვარ ჩემი პროდიუსერის, მარინა კაშიასი, რომელიც მუდმივად ჩემთან ერთად არის. დიდი მოთხოვნაა ჩემს სახლზე. გახსნასთან დაკავშირებით, აუცილებლად შევატყობინებ ჩემს მსმენელს.

 

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ტიროდი, რამ დაგამძიმა?

 

მაგ ცრემლებს სამი მილიონი ნახვა აქვს. ეს არ იყო სპეციალურად. მქონდა ნერვული სტრესი, ორჯერ გადაიდო გადაცემა, ვერ წავედი. ბოლოს შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე თავი და წავედი მაიკოსთან. მხიარული ინტერვიუ უნდა ჩამეწერა, მაგრამ გამოვიდა სევდიანი. სევდა ნებისმიერ ადამიანშია, მეც ხომ ადამიანი ვარ.

 

პირადში რა ხდება?

 

არაფერი არ ხდება. რაღაც… პერიოდია ალბათ. უმჯობესია, ჩემი საქმით დავკავდე და პირადი თავისით მოვა. ის ერთი სიყვარული ჩემში ყოველთვის იქნება. ის გარდაიცვალა, მაგრამ ის ყოველთვის მეყვარება. ბევრი მოსულა და ბევრი წასულა, ის მაინც ერთია. ცოცხალი რომ იყოს, შეცდომებსაც ვაპატიებდი და ერთად ვიქნებოდით.

 

გვესტუმრე ახალი სიმღერით…

 

„კიდევ ერთხელ“ – მისი ავტორია ქეთი ხუციშვილი. ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. სიმღერას უკვე აქვს რამდენიმე მილიონი ნახვა. გრძნობით ვიმღერე. „პრაიმ შოუში“ შედგა მისი პრემიერა.

 

ვინ ზრუნავს შენს იმიჯზე?

 

განსახვავებული მთელი ცხოვრება ვიყავი, თუმცა, ნანა სტეფნიანი არის ამჟამად ჩემი დიზაინერი და მადლიერი ვარ ამ ადამიანის. ერთი და იგივე სამოსით სცენაზე ვერ გახვალ. ეს ჩემი სტილია, როდესაც მოდიან შენს მოსასმენად, უნდა იყო ლამაზად. სოლო კონცერტზე 3-4-ჯერ ვიცვლი.

 

„მამიკოს გოგო ხარ“ – ეს არის კიდევ ერთი სიმღერა…

 

დიდი ხნის წინ არის დაწერილი. ზურა სირბილაძეა ავტორი, მისივე სტუდიაში ჩაიწერა. ეს სიმღერა რეალურ ამბავზეა.





გია სურამელაშვილი - მამიკოს გოგო ხარ

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





გია სურამელაშვილი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge