გადაცემას „რადიო დუეტი“ ლიკა დოლიძე ესტუმრა
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ლიკა დოლიძე ესტუმრა. მომღერალმა მსმენელს ორი ახალი ნამუშევარი წარუდგინა, ერთ-ერთი ძველი რეპერტუარიდან განაახლა, მეორე კი სულ ცოტა ხნის ჩაწერა.

 

სიახლეებით გვესტუმრეთ, მოგვიყევით რა ხდება თქვენსკენ?

 

საკმაოდ დიდი პაუზა იყო ჩემს შემოქმედებაში, თუმცა, 2018 წელს, აქტიურად დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას, წლებია ვცხოვრობ რუსეთში, ვაგრძელებ იქ ჩემს მოღვაწეობას. საქართველოში მხოლოდ ძველი ჩანაწერები იყო შემორჩენილი. ერთი სიმღერა ძველი რეპერტუარიდან განვაახლე, მეორე კი სულ ახალია და პირველად თქვენს ეთერში აჟღერდება.

 

ვინ გიბიძგათ, რომ გააქტიურებულიყავით?

 

ჩემი მეუღლე გახდა ინიციატორი. ღამის ცხოვრებით ვცხოვრობთ მომღერლები და დღისით გვძინავს, ამიტომ რთული იყო რაიმეს გაკეთება. სამი თვეა საქართველოში ვართ, დრო მაქვს, ამიტომ, პარალელურად დავიწყე სიმღერებზე მუშაობაც. ჩემს გეგმებში ისევ ახალი სიმღერების ჩაწერა შედის. უკვე ჩავწერე დუეტი მერაბ ვარდოსანიძესთან ერთად, რომლის პრემიერაც რა თქმა უნდა თქვენთან შედგება.

 

ვისთან თანამშრომლობთ ხოლმე ძირითადად?

 

სხვადასხვა კომპოზიტორებთან – მიშა ზაქარიაშვილის არაერთი სიმღერა მაქვს, ნოდარ ნიკოლაიშვილის, ლილიკო ნემსაძის, ეკა თევზაძის…

 

„მზეო თიბათვისა“ – ამ სიმღერით გაგიცნოთ მსმენელმა… როგორი ისტორია აქვს ამ სიმღერას?

 

„მზეო თიბათვისა“ მიშა ზაქარიაშვილს ეკუთვნის. მიშა 90-იან წლებში გავიცანი. მე და მიშას ძმა, ზურა ერთად ვმღეროდით ანსამბლ „ლახტში“. აქ იყო 12 ბიჭი და მე ერთი გოგონა. ზურა დრამზე უკარავდა. მახსოვს, რომ სახლში ვიყავი მიშასთან, მომასმენინა „მზეო თიბათვისა“ და მას შემდეგ ვმღერი.

 

თქვენი სიმღერა მონაწილეობს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ მიერ დაარსებულ მუსიკალურ პროექტში „ოქროს ტალღა“…

 

ეს დიდი სტიმულია ყველა მომღერლისთვის. როდესაც იცი, რომ არსებობს „ოქროს ტალღა“, წლიდან წლამდე უფრო მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება. წელს უკვე მეორედ ვარ წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“ და დიდი მადლობა ამისთვის. ჩემი სამეგობრო ძალიან აქტიურობს. ძალიან გამიხარდება, თუ ხმას მომცემენ. მე თავადაც ვგულშემატკივრობ ჩემს კოლეგებს. მყავს ჩემი ფავორიტი და ეს არის თემურ თათარაშვილი სიმღერით „გული ადამიანობს“.

 

როგორც აღნიშნეთ, მოგვიტანეთ ძველი რეპერტუარიდან განახლებული სიმღერა…

 

„ანჩისხატი“ ქვია ამ სიმღერას, ლელა სიხარულიძის დაწერილია. 1998 წელს ჩავწერე ჯერ კიდევ ლელას სურვილით. ახლა კი განვაახლე.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

ვფიქრობ ალბომის ჩაწერას. ერთი ალბომი უკვე მაქვს. მთლიანობაში 8-9 ახალი სიმღერა დამიგროვდა. სანამ საქართველოში ვარ, კიდევ მინდა მოვასწრო რამდენიმე სიმღერის ჩაწერა. ძალიან მინდა ცირა ბზიშვილის სიმღერა ჩავწერო, რადგან ძალიან მომწონს მისი ნამუშევრები. სამომავლოდ, ვფიქრობ საქართველოში დავბრუნდე, ჩემს უმცროს ბიჭს სკოლაში შესვლა უწევს და მინდა, რომ აქ ისწავლოს.

 

რაც შეეხება ახალ სიმღერას – „მინატრე“…

 

სულ ერთი თვეა რაც ჩაიწერა. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის, ისევე როგორც ჩემი სიმღერების 99%. ნონა მუმლაძეა სიმღერისა და ტექსტის ავტორი. ის ჩემსავით ემიგრაციაშია წასული და ძალიან კარგად მღერის.





ლიკა დოლიძე - მინატრე

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





ლიკა დოლიძე - მზეო თიბათვისა. Live არ დაიდარდო




ლიკა დოლიძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge