გადაცემას „რადიო დუეტი“ ზურა ხაჩიძე ესტუმრა
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ზურა ხაჩიძე ესტუმრა. მომღერალმა „ქუჩის ბიჭების“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ სოლო კარიერასაც აქტიურად აგრძელებს და რიგით მე-17 სიმღერის ჩაწერა დაასრულა.

 

ქუჩის ბიჭები გააქტიურდნენ…

 

ამ ინიციატივის ავტორი არის ჩვენი მსმენელი. ბოლო 2 წლის განმავლობაში, არ ვაჭარბებ, ყველა კლუბში, საკონცერტო დარბაზსა და თუ მოედნებზე, ყველგან ანშლაგი იყო. გურამი ყოველთვის ჩამოდიოდა, თუმცა უფრო ხშირად ჩვენ სამნი, პაატა, პიკასო და მე გამოვდივართ ხოლმე. ეხლაც, მთელი ზაფხული ჩვენს გვერდით იქნება. წინასწარ ყველა კონცერტი გაწერილია. დეკემბრის 25 რიცხვამდე „ქუჩის ბიჭების“ ყველა დღე დაგეგმილი და კონტრაქტით გამყარებულია. გვყავს მენეჯერი, ელენე ნოზაძე. გვაქვს ბევრი ახალი სიმღერა. რა თქმა უნდა ძველ სიმღერებზე მოდის ხალხი, მაგრამ სიახლე მუდმივად გვექნება. ყველა სიმღერაზე გვექნება კლიპი. წლის ბოლოს კი ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ლაივ კონცერტი გაიმართება. 25 წლის იუბილე გვაქვს წელს. დაწყებული გვაქვს მუშაობა „მაგდა პროჯექტთან“ ერთად. თუმცა, დასკვნით კონცერტამდე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გვექნება გამოსვლა.

 

შენს სოლო კარიერაზეც ვისაუბროთ…

 

რიგით მე-17 სოლო სიმღერაზე დავასრულე მუშაობა. ხუთ წლიანი პროცესი იყო ეს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დასრულდა. ბევრი კარგი სიმღერა ჩავწერე, ყველა მათგანის პრემიერა „არ დაიდარდოში“ იქნება. წლის ბოლოსთვის ჩემი სოლო ალბომის პრეზენტაციაც შედგება.

 

პოლიტიკაში დაბრუნებას ხო არ გეგმავ?

 

არ გამოვრიცხავ არაფერს, მაგრამ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, იქნება ქუჩის ბიჭები და სოლო კარიერა.

 

სიმღერა მაპატიე…

 

ეს არის ქუჩის ბიჭების ბოლო ნამუშევარი. მუსიკა და ტექსტი გელა გნოლიძეს ეკუთვნის, ზაზა ხუბუკელაშვილსა და კოტე ნონიკოვს ეკუთვნით არანჟირება. კლიპი გადაიღო უნიჭიერესმა რეჟისორმა იუგო მორისმა. რამდენიმე დღის წინ, „ოტიუმში“ შედგა კლიპის პრეზენტაცია.





ქუჩის ბიჭები - მაპატიე

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ზურა ხაჩიძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge