ჩამომითოვა ატამმა – საკუთარი ბედნიერებიდან რვა წლის შემდეგ
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი შალვაშვილი ესტუმრა. მუსიკოსმა და პოეტმა მსმენელს ახალი ნამუშევარი წარუდგინა, რომელსაც მაცაცო თოხაძესთან ერთად ასრულებს. მაცაცომ და გიორგიმ პირველი დუეტი – „საკუთარი ბედნიერება“ რვა წლის წინ ჩაწერეს, ახლა კი „ჩამომითოვა ატამმა“ იმღერეს ერთად, რომლის ავტორიც მაცაცო თოხაძეა.

 

როგორ ხარ გიორგი?

 

გადასარევად, ბრწყინვალედ და გენიალურად ვგრძნობ თავს, არ ვდარდობ არაფერზე.

 

ბევრი სიახლე გაქვს…

 

პოლონეთში, გერმანიაში, ისრაელში, ავსტრიასა და იტალიაში ვიყავი. ერთ თვიანი ტაიმ აუტი ავიღე, შემდეგ კი ისევ იტალია, ავსტრია და აშშ მელოდება. ეს ივლისის განრიგია.

 

თუ აქვს მნიშვნელობა შენთვის თარიღებს, თუ უკავშირებ მოვლენებს?

 

ღმერთს წინ ვერაფერი დაუდგება. ოპერაცია მაქვს დაგეგმილი და არ აქვს მნიშვნელობა არაფერს, თუ რაიმე უნდა მოხდეს, დილას იქნება, შუა დღეს თუ საღამოს არაფერი შეიცვლება…

 

რეპერტუარში რა ხდება?

 

შვიდი ახალი სიმღერა მაქვს, დღეს დუეტი მოგიტანეთ. „საკუთარი ბედნიერებადან“ რვა წელი გავიდა. ჩემი და მაცაცო თოხაძის გზები ისევ გადაიკვეთა. 2 მარტს გრანდიოზული სოლო კონცერტი მქონდა, სადაც პერეანშლაგი იყო. იმდენად მაგარი კონცერტი გამოვიდა, რომ 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მონაწილეობდნენ ჩემი მეგობარი მომღერლები. სწორედ კონცერტისთვის ჩაიწერა ეს დუეტი. მაცაცოა სიმღერისა და ტექსტის ავტორი. ხმა დავადეთ ზაზა გოჩიტაშვილთან. სიმღერის სახელწოდებაა „ჩამომითოვა ატამმა“.





გიორგი შალვაშვილი & მაცაცო თოხაძე - ჩამოთოვა ატამმა

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი


You must have Flash Player installed in order to see this player.





გიორგი შალვაშვილი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი



ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge