„რთულია, როდესაც უკვე ნამღერ სიმღერას თავიდან მღერი“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ მანანა კიკილაშვილი და მიშიკო რამიშვილი ესტუმრნენ. „რადიო დუეტში“ დუეტი იმღერეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მანანა კიკილაშვილმა ძველი სიმღერის საკუთარი ვერსია შესთავაზა მსმენელს.

 

თქვენი ბოლო სტუმრობისას მეგონა, რომ უფრო აქტიური იქნებოდით…

 

მანანა: – უსაქმოდ ნამდვილად არ ვიყავი. ვმუშაობდი სხვადასხვა ჟანრში, ახალ სიმღერებზე. ზურა მახნიაშვილის დახმარებით რამდენიმე სიმღერა გავაკეთე. ასევე, ვგეგმავ კლიპის გადაღებას.

 

ალბომზე მუშაობთ როგორც ვიცი…

 

დიახ, სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს ვწერ. სამი ახალი სიმღერა მაქვს, სამი კი ძველი სიმღერის რემიქსი.

 

პირდაპირ ეთერში დუეტი უნდა შეგვისრულოთ…

 

მიშიკო: -„შენ რომ მწამდი“, ოთარ რამიშვილის მუსიკაა, ტექსტი კი ჩემია. მე და მანანამ ორ დღეში მოვამზადეთ გადაცემისთვის. სიმღერებს ვწერ. დღეს დილით მამაჩემის ლექსზე სიმღერა დავწერე, აი ასეა, როდის რა მომოვლის… ასეთი პრინციპი მაქვს. ვისიც არ უნდა იყოს, ყველა კარგი სიმღერა მიყვარს. ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ მისი სიმღერაა კარგი. სხვისიც უნდა გიყვარდეს, რომ იმანაც შეიყვაროს შენი. მარტო „თავო და თავო“ არ უნდა იძახო, უნდა იძახო „სხვაო და ზღვაო“, სიყვარული ცალმხრივი არ უნდა იყოს.

 

ახალ სიმღერაზე მოგვყევით…

 

ძალიან რთულია სიმღერის არჩევა. როგორც ახლის, ისე მითუმეტეს ძველის. გარდა იმისა, რომ მე მომწონს, მსმენელსაც გასაგებად უნდა მიაწოდო. ბევრი ვეძებე და მივაგენი ძალიან ცნობილ სიმღერას. ზურა მახნიაშვილმა გააკეთა არანჟირება, რომელიც სიმღერას აცოცხლებს და ყველა თაობისთვის მისაღებს ხდის. „გამოდი, გამოდი“ ასე ქვია ამ სიმღერას. რთულია, როდესაც უკვე ნამღერ სიმღერას თავიდან მღერი. ბევრი წელი გავიდა, რაც ეს სიმღერა დაიწერა. ვიფიქრე, სტილის შეცვლა ურიგო არ იქნებოდა. კომპოზიტორი გურამ ზვანელია, ტექსტი კი პეტრე გრუზინსკის ეკუთვნის. ასრულებდა ლილი გეგელია. ჩაიწერა ზურა მახნიაშვილთან.




მანანა კიკილაშვილი - გამოდი გამოდი

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.






მანანა კიკილაშვილი - თეთრ კლავიშებს. Live




მანანა კიკილაშვილი & მიშიკო რამიშვილი-შენ რომ მწამდი




მანანა კიკილაშვილი და მიშიკო რამიშვილი. "რადიო დუეტი"




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge