სიმღერა სახუმაროა, ქვია „კიკო-ლიკო ზალიკო“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯგუფი „ეგარი“ ესტუმრა. მისი წევრები არიან: ალექსანდრე ხიზანიშვილი, ზვიად თოთიაური, ბონდო ცხვედიანი, ჯაბა მარგველანი, საბა ხიზანიშვილი, გიორგი სუბელიანი და ზაზა კეჭაყმაძე.

 

როგორ ხართ, რა სიახლეებია თქვენთან?

 

მადლობა მოწვევისთვის. ვმუშაობთ ახალ ალბომზე. ეს რიგით მესამე ალბომი იქნება. ჯერჯერობით ოთხი ნაწარმოებია მზად და მეხუთეზე ვმუშაობთ. ალბომი როდის დასრულდება, ამას ვერ ვიტყვით. ვფიქრობთ, წელს მზად იქნება. მთლიანობაში 6-7 სიმღერა შევა.

 

კონცერტებს თუ მართავთ ხოლმე?

 

ისრაელში ვიყავით ფესტივალზე, ასევე აზერბაიჯანში. ნაწილობრივ არის კონცერტების დეფიციტი. ამ ზაფხულს აშშ-ში იგეგმება რამდენიმე კონცერტის გამართვა. ჩვენ მუსიკოსები ვართ და ეს არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა. ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს. ძალიან კომფორტულია შენი საქმით თავის გატანა…

 

ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

 

სიმღერა და ტექსტი ხალხურია, ჩაიწერა „სანო“ სტუდიაში, თორნიკე გველესიანთან. ჯგუფი „ეგარი“ კლიპის გადასაღებადაც ემზადება, სწორედ იმ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც ახლა შედგება. გვინდა, რომ ვიდეო ნახევრად ანიმაციური იყოს. სიმღერა სახუმაროა, ქვია „კიკო-ლიკო ზალიკო“. ლეჩხუმური, ტემპიანი სიმღერაა. მუსიკაც სანახევროდ იუმორშია გაკეთებული.




ეგარი - „კიკო-ლიკო"

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ჯგ. ეგარი - ლამაზების ხელმწიფე. ცოცხალი შესრულება




ჯგ. ეგარი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge