ალექსანდრე მრელაშვილი: „ყველაზე მეტად ჩემი იყო „ჰიმნი თავისუფლებას”, ამ სიმღერამ ბოლომდე გამხსნა“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ალექსანდრე მრელაშვილი სტუმრობდა. რადიო „არ დაიდარდო” პროექტის „მხოლოდ ქართული“ პარტნიორია და ამჯერად გადაცემას პროექტის ერთ-ერთი ლიდერი მონაწილე ეწვია, მან პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა და გიტარის თანხლებით რამდენიმე სიმღერაც შეასრულა

 

როგორ ხარ, როგორ განწყობაზე?

 

კარგად, მოგილოცავთ დაბადების დღეს, ასევე რუსთავი 2-ს მივულოცავ იუბილეს.

 

როგორ აღმოჩნდი ამ პროექტში, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა გირჩიეს თუ შენი გადაწყვეტილებით მიხვედი, საინტერესოა მანამდე რა გამოცდილება გქონდა?

 

ოჯახის წევრებმა, პაპა და ბებიამ მირჩიეს, მათი თხოვნით მივიღე ეს გადაწყვეტილება, თავიდან არ ვაპირებდი, მეგობრებიც მეუბნებოდნენ მანამდე, მაგრამ არ მივდიოდი არსად. ბავშვობიდან ვმღეროდი, მუსიკალურ სასწავლებელში მიმიყვანა დედამ, გუნდში ვმღეროდი, მუსიკალური ოჯახი მყავს, დედაც მღერის. დავამთავრე ნიკო სულხანიშვილის მუსიკალური სასწავლებელი თელავში, შემდეგ ჯარში წავედი და მერე აქ მოვხვდი.

 

პროექტი „მხოლოდ ქართული“ შეიქმნა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ ქართული სიმღერის საშუალება, მიეჩვიონ, შეუყვარდეთ. შენ შემთხვევაში როგორ იყო, უფრო ქართული სიმღერით დაინტერესდი, პროექტით თუ ქავერებიც გიზიდავს?

 

პროექტში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ ქართული სიმღერა იყო მთავარი, სულით და გულით ქართულს ვმღერი, უფრო ჩემია, ბავშვობიდან ასე გავიზარდე, პაპა ხალხურს მღეროდა.

 

ვინმეს თუ გამოარჩევდი კონკურსანტებიდან, გყავს თუ არა ფავორიტი და კონკურენცია როგორია?

 

კონკურენცია არ იგძნობა, თავიდანვე მეგობრულად ვიყავით, ყველას ვგულშემატკივრობ, მაგრამ გამოვარჩევდი სოფო ბათილაშვილს, კარგად მღერის, ძალიან კარგი ადამიანია.

 

რამდენად კომფორტულია შენთვის შემოთავაზებული საკონკურსო სიმღერების შესრულება და ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევდი?

 

მე თვითონ ვერგები სიმღერების შემოთავაზებულ ვერსიებს, ყველაზე მეტად ჩემი იყო „ჰიმნი თავისუფლებას”.

 

ელოდი თუ არა ასეთ წარმატებას „ჰიმნი თავისუფლებას“ შესრულების შემდეგ და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

 

ამ სიმღერამ ბოლომდე გამხსნა, „მხოლოდ ქართულში” პირველად დავდექი ამხელა სცენაზე, ვერ ვიყავი გამხსნილი წინა ლაივებზე, ეს სიმღერა ისე ვიგრძენი და ისე ვიმღერე, როგორც მეგობრებთან ვმღერი.

 

პროექტში მონაწილეობა იმიტომ მივიღე, რომ როგორც მეუბნებოდნენ მქონდა რესურსი და მხოლოდ მეგობრებთან არ უნდა მემღერა, ფართო აუდიტორიისთვის უნდა მეჩვენა ჩემი შესაძლებლობები. სამომავლოდ არ ვიცი რა იქნება, წინასწარ არაფერს ვგეგმავ, ჯერ კონკურსში ვარ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 

მინდა დიდი მადლობა მოვუხადო კახეთს, ჩემს იყალთოს და თითოეულ გულშემატკივარს.



წარმატებებს გისურვებ კონკურსში.




გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





საუკეთესო შესრულება! ჰიმნი თავისუფლებას - ალექსანდრე მრელაშვილი. "მხოლოდ ქართული"




ალექსანდრე მრელაშვილი - სულ ყველაზე ლამაზი. Live




ალექსანდრე მრელაშვილი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge