გვიხარია, რომ არსებობს „ოქროს ტალღა“ და ქართულ სიმღერას უწევთ პოპულარიზაციას
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ „ქალაქური პროჯექტის“ წევრები, ბეჟო ამირანაშვილი, გიორგი აბულაძე და დათო მაჩიტაძე ესტუმრნენ. გადაცემაში ახალი სიმღერის პრემიერა შედგა და კვარტეტის წევრებმა პირდაპირ ეთერში ცოცხლადაც იმღერეს.


როგორი განწყობა გაქვთ?

 

განწყობა არაჩვეულებრივია, პირველ რიგში გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ მშვიდობას, მშვიდობა ყოფილიყოს ყველას ოჯახში, ქვეყანაში და დედამიწაზე.

 

„ქალაქური პროჯექტი“ ყოფილი „კვარტეტი ტიფლისი“, რატომ მოხდა ეს ცვლილება?

 

ბეჟო:

 

ჩვენ ყველანი ბავშვობის მეგობრები ვართ, ყველას გვქონდა მუსიკასთან შეხება. ჩვენი მეგობრის ოთო ედიშერაშვილის რჩევით შედგა „კვარტეტი ტიფლისი“, მაშინ იყო სხვა შემადგენლობა, ერთი წლის შემდეგ დავიშალეთ, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, რომ ახალ შემადგენლობაში კვარტეტი სიტყვა არ ყოფილიყო და უბრალოდ გვერქვას „ქალაქური პროჯექტი”. ვმღერით ქალაქურ, ჩვენს დაწერილ სიმღერებს.

 

უკვე არსებულ სიმღერებს შემსრულებლების სახელი შეეცვლება, თუ მოხდება ახალ წევრებთან ერთად თავიდან ჩაწერა?

 

ბეჟო:

 

გამოიცვალა შემადგენლობა, შესაბამისად ძველი ხმები წაიშალა და მოხდა სიმღერების ახლიდან ჩაწერა. გვაქვს ახალი ალბომი, ათი სიმღერაა შესული, ჩაიწერა სტუდია „უნივერსალში“, ცხრა სიმღერა ჩვენია, ერთი რუსუდან სებისკვერაძის.

 

გიო, შენს სოლო კარიერაში რახდება და როგორ აღმოჩნდი „ქალაქურ პროჯექტში”?

 

გიო:

 

სოლო კარიერაში ჯერ-ჯერობი გავჩერდი, მოგეხსენებათ როგორი რთულია სოლო კარიერის მარტო აწყობა, თუ არ გაქვს ფინანსები. ვერ ვწვდებოდი ამ ყველაფერს მარტო და ოთოს რჩევით მივედი ამ ბიჭებთან.

 

სპონსორი გყავთ თუ როგორ აგვარებთ ფინანსურ საკითხებს?

 

ბეჟო:

 

ჩვენი სპონსორები არიან ჩვენი მეგობრები, ძალიან მაგარი ბიჭები, ისინი ქართულ სიმღერას და ქართულ საქმეს უდგანან გვერდით, ალბომიც მათი დამსახურებით ჩავწერეთ. მადლობა უფალს, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები.

 

„ოქროს ტალღაზე“ წარდგენილია თქვენი სიმღერა, რამდენად აქტიურობთ და თუ გყავთ სხვა ფავორიტი შემსრულებლები და სიმღერები?

 

ვაქტიურობთ რა თქმა უნდა, მაგრამ არც ძალიან, ცოტა მორიდებული ბიჭები ვართ და გვერიდება ხალხის შეწუხება. ფავორიტს რაც შეეხება, ერთი კონკრეტული არ გვყავს, ჩვენ ქართული სიმღერის მოტრფიალეები ვართ და ყველა მომღერალს და კომპოზიტორს პატივს ვცემთ. აუცილებლად ვიქნებით დაჯილდოების ცერემონიალზე და მიხარია, რომ არსებობს პროექტი „ოქროს ტალღა“ და ქართულ სიმღერას უწევთ პოპულარიზაციას.

 

როგორია სამომავლო გეგმები?

 

ვმუშაობთ მეორე ალბომზე, სიმღერები არის მზად, ორი სიმღერა უკვე სტუდიურად მზად არის. მეორე ალბომშიც ათი სიმღერა შევა. გასვლითი კონცერტები ჯერ არ გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ იმედია იქნება.

 

გვესაუბრეთ ახალ სიმღერაზე „ქოლგა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

 

მუსიკა ჩვენია, ტექტი ალექსანდრე ბეგაშვილს ეკუთვნის. სიმღერა ერთ ლამაზ გოგოზეა, რომელსაც აცვია სიფრიფანა კაბა, წვიმს და ხელში უჭირავს ქოლგა.

 

დათო:

 

ეს სიმღერა არის ექსპერიმენტი, ასეთი სიმღერა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენთვის ახალია და ძალიან სერიოზულადაც ნუ მიიღებენ ამ ნამუშევარს, იმიტომ რომ უფრო სახასიათოა ვიდრე სხვა რამ.

 

წარმატებებს გისურვებთ.





ქალაქური პროჯექტი - ქოლგა


You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





ქალაქური Project -უშენოდ ლამაზ ყვავილებს. Live




ქალაქური Project - დღე და ღამე. Live




ქალაქური Project. გადაცემა "რადიო დუეტი"




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge