მარინა ბერიძე: „ამ მეგაპროექტმა დაბადა ახალი ვარსკვლავი, რომლის სახელია სოფო ბათილაშვილი“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ მარინა ბერიძე ეწვია, რომელიც ყველაზე მაღალრეიტინგული პროექტის „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრია.


ვისაუბროთ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ საუკეთესო მოვლენებზე…

 

ყველაზე მთავარი რაც მოხდა, არის ის, რომ მონაწილეები ძალიან გაიზარდნენ და ეს პროექტი მზარდი აღმოჩნდა, რაც მუსიკალურ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

ახლა უფრო კმაყოფილი ხართ კონკურსანტებით ვიდრე პროქტის დასაწყისში?

 

რა თქმა უნდა, ბევრად კმაყოფილი ვარ, რადგან ამას მსმენელიც და მაყურებელიც ხვდება, ტურიდან ტურამდე საოცრად იზრდებიან, როგორც ვოკალურად ასევე შინაარსობრივად. ისინი საკმაოდ რთულ სიმღერებს უღრმავდებიან და ხალხის დაკვეთაც სწორედ ეს იყო.

 

ვინ არის თქვენი ფავორიტი…

 

ფინალისკენ გამოჩნდა, რომ ამ მეგაპროექტმა დაბადა ახალი ვარსკვლავი, რომლის სახელია სოფო ბათილაშვილი. ის ისეთი ქართველი ვარსკვლავია, რომელიც არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს სცენაზე შეძლებს დგომას. ეს გამოიწვია იმ ქარიზმამ და მონაცემებმა, რომელიც კასტინგზე ვერ დავინახე და ზვიად ბოლქვაძესთან ტანდემმა ეს გამოაშკარავა – ისინი ერთნაირად სუნთქავენ. როგორც ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ვისურვებდი, რომ ჟიურის ქულები და მაყურებლის ხმა ერთმანეთს დაემთხვეს. მაშინ იქნება პროექტი გამარჯვებული.

 

ერთ-ერთ კონცერტზე იყო ხმის მიცემასთან დაკავშირებით პრობლემა…

 

ერთ-ერთ კონკურსზე, მხოლოდ 1 საათით იყო შეჩერებული და ვერავინ ვერ ახერხებდა დარეკვას და ხმის მიცემას, რაც ძალიან ცუდი იყო. ვინერვიულე, რადგან ეს ხარვეზი რომ არ გამოსწორებულიყო, საბოლოოდ გამოდიოდა, რომ მხოლოდ ჟიურის ქულებით გადაწყდებოდა მათი ბედი. ვიმედოვნებ, რომ ორშაბათს ეს აღარ განმეორდება, რადგან უპრეცედენტო ფინალი იქნება.

 

არის თუ არა რომელიმე მონაწილე, რომელზეც გული დაგწყდათ, როცა ის კონკურსს გამოეთიშა?

 

ყველა კონკურსანტზე დამწყდა გული. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ათივეს დავტოვებდი და შემდეგ გადავანაწილებდი მათ ქულებით, ოღონდ ეს ნამდვილად სიგიჟეა.

 

რა პრიზებია დაწესებული გამარჯვებულისთვის?

 

ბევრი პრიზი იქნება, ერთ-ერთი კი ოროთახიანი ბინაა. არ ვარ ამაში ჩახედული, რადგან ერთი გადასარევი თვისება მაქვს, რომ მუსიკის გარდა არსად არ ვიხედები.

 

პროექტში მონაწილეების მიმართ, რამდენად კრიტიკული იყავით.

 

დიდი ხანია, რაც ჟიურის წევრი ვარ, ჟიურის სხვა წევრებს ყოველთვის მე მარგებდნენ ხოლმე, წელს კი ყველა ინდივიდუალურია. ბუნებით იმპერატიული ტონი მაქვს, რაც ჩემი დიდი მინუსია. პროექტში კი ამის ლავირება დამჭირდა.

 

მუსიკალური პროექტების შემდეგ ხშირად იკარგებიან ხოლმე გამარჯვებულები. ამ შემთხვევაში როგორ იქნება?

 

მე ასე ვერ ვიტყოდი, რადგან არც ერთი ჯეოსტარელი არ დაკარგულა. ვფიქრობ, პროექტში დარჩენილი ოთხი ფინალისტიდან არც ერთი არ დაიკარგება, რადგან სცენაზე საკუთარი ადგილი მათ უკვე იპოვეს.

 

გაგრძელდება თუ არა პროექტი?

 

პროექტი აუცილებლად გაგრძელდება, იმასაც ვფიქრობ, რომ ეს პროექტი შეიძლება იყიდონ კიდეც, ისევე როგორც იქს ფაქტორი, ვოისი და ა.შ.

 

ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ უნდა შეიქმნას ახალი სიმღერები, რომელიც კონკურსზე შესრულდება.

 

ახალი სიმღერები აუცილებლად უნდა შეიქმნას და შესრულდეს კონკურსზე. თუმცა პირველ კონკურსზე რისკი იქნებოდა, მაგრამ მომდევნო წლებში ეს სიახლე აუცილებლად იქნება.

 

ანუ ახალგაზრდებს კვლავ ექნებათ შანსი ამ პროექტში კიდევ მიიღონ მონაწილეობა?

 

შანსიც მიეცემათ და მონაწილეობაც აუცილებლად უნდა მიიღონ, რადგან ამ პროექტით ისინი ძალიან ბევრს ისწავლიან. აქ პედაგოგების საუკეთესო გუნდია.

 

მომდევნო წლებშიც პროექტზე იგივე გუნდი იმუშავებს?

 

აუცილებლად, გუნდი უცვლელი იქნება.




გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





მარინა ბერიძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge