პანჩო: „90-იანებში ვიფართხალე და მივხვდი, რომ ტყუილად ვფართხალებდი და გავჩერდი“
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტს“ პანჩო ეწვია. გადაცემაში მომღერლის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.

 

რა ვითარებაში და რამდენად ხშირად წერთ სიმღერებს?

 

ვერ გეტყვით, შეიძლება გავიდეს 6 თვე და არაფერი დავწერო, შეიძლება გავიდეს ერთი დღე და სამი სიმღერა დავწერო. გააჩნია რა ხდება და როგორ ვარ. მუზა როცა მოდის, მაშინ მომდის…

 

„ოქროს ტალღაზე“ წარდგენილია თქვენს მიერ შესრულებული სიმღერა „სიყვარული გვაკლია“…

 

ეს სიმღერა ერთ-ერთი კონკურსისთვის დაიწერა, სადაც შემდეგ რაღაც მიზეზების გამო მონაწილეობა არ მიმაღებინეს. თუმცა რადგან სიმღერა უკვე დაწერილი იყო, ჩავწერეთ კიდეც. „ოქროს ტალღისთვის“ კიდევ ერთი სიმღერა მქონდა მოტანილი „ამ შემოდგომის“, თუმცა რადგან „სიყვარული გვაკლია“ უახლესი სიმღერაა, კონკურსისთვის ის შეირჩა.

 

ადრე უფრო აქტიურობდით შემოქმედებითად და ახლა ნაკლებად…

 

ადრე ალბათ ახალგაზრდა ვიყავი. 90-იანებში ვიფართხალე და მივხვდი, რომ ტყუილად ვფართხალებდი და გავჩერდი.

 

წლების შემდეგ გაქვთ თუ არა სურვილი მოაწყოთ ტურნეეები და გამართოთ კონცერტები?

 

მოხარული ვიქნები თუ ეს ხშირად შემეძლება.

 

რამდენად ხშირია ასეთი შემოთავაზებები?

 

ხშირია, რომ მირეკავენ მივდივარ ხოლმე, მაგრამ მე თვითონ არ „ვჩალიჩობ“.

 

პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთ ტურში თქვენი სიმღერა შესრულდა…

 

იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვარ პროფესიონალი მომღერალი, ვერ შევაფასებ. ეს სიმღერა კი ჩემთვის მაქვს დაწერილი, მე როგორც მესმოდა, როგორც ვგრძნობდი ისე ვიმღერე და ამიტომ ვისაც როგორ ესმის ისე შეასრულებს. თუმცა ვიტყვი, რომ ნამდვილად მომეწონა.




გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




პანჩო - ჯანდაბა ჩემს თავს. Live. პრემიერა





პანჩო - დრო (შენ რომ გგონია ერბო გქონია) Live




პანჩო. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge