გადაცემა „რადიო დუეტის“ ეთერში ანსამბლი“ჰერიოს“ სიმღერის „ნუშის თვალებას“ პრემიერა შედგა
Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ ანსამბლი „ჰერიო“ ეწვია.


მოგვიყევით ანსამბლის შექმნის ისტორია…

 

ანსამბლი „ჰერიო“ 6 წლის წინ საქართველოს უნივერსიტეტში შეიქმნა, სადაც პირველად მოხდა ჩვენი წარდგენა და ყოველთვის გვერდში გვიდგანან, ამისთვის კი დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ. ანსამბლს ერთი სოლო კონცერტი რუსთაველის თეატრში უკვე ქონდა. გვაქვს ახალი გეგმები და ვემზადებით.

 

ანსამბლს ხელმძღვანელი ჰყავს?

 

ანსამბლი 10 კაცისგან შედგება. ანსამბლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გირვანიძე გახლავთ.

 

თქვენს ალბომსა და პროგრამაზე გვესაუბრეთ.

 

ალბომისთვის ვემზადებით, სადაც ხალხური პროგრამა იქნება, რომელიც დაახლოებით შემოდგომისთვის გამოვა. პარალელურად ქალაქურ სიმღერებზე ვმუშაობთ.

 

ამ ეტაპზე რამდენი სიმღერა გაქვთ?

 

ამ ეტაპზე სწავლის პროცესში ვართ და დაახლოებით 5-6 სიმღერა უკვე მოხაზულია. ალბომში კი სულ 13-14 სიმღერა შევა.

 

როგორც აღნიშნეთ, ქალაქური სიმღერების შესრულებასაც გეგმავთ, არჩეული გაქვთ უკვე სიმღერები?

 

რამდენიმე სიმღერა არჩეული გვაქვს, თუმცა სრული პროგრამა ჯერ მზად არ არის, მაგრამ მალე შევარჩევთ.

 

სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ…

 

ისეთ ტემპში გვაქვს რეპეტიციები, რომ დრო მართლა არაფერზე აღარ გვრჩება. ყოველდღიური რეპეტიციებით ვართ დაკავებული, სრულ სამუშაო რეჟიმში ვიმყოფებით. ასე რომ, ეს ზაფხული გადავდეთ.

 

ახალ სიმღერაზე რას გვეტყვით?

 

ახალი სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა. სიმღერის ავტორი ანუკი ცქვიტინიძეა, ტექსტი მანანა სიამაშვილს ეკუთვნის, ხოლო არანჟირების ავტორი რომა გიორგაძეა, სიმღერა მისივე სტუდიაში ჩაიწერა. სიმღერის სახელწოდება გახლავთ „ნუშის თვალება“.




ჰერიო - ნუშისთვალება

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ანს. ჰერიო - მრავალჟამიერი. Live




ანს. ჰერიო - პირველად იყო ცრემლები. Live




ანს. ჰერიო. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge