გადაცემა „რადიო დუეტის“ ეთერში კომპოზიტორ მარინა გოჩიტაშვილის და მომღერალ ლაშა რამიშვილის სიმღერის „ერთადერთის“ პრემიერა შედგა
Ardaidardo.Ge
არ დაიდარდოს გადაცემა „რადიო დუეტს“ მომღერალი და მსახიობი ლაშა რამიშვილი კომპოზიტორ მარინა გოჩიტაშვილთან ერთად ეწვია.

 

იყო პერიოდი, როდესაც შემოქმედებითად ძალიან აქტიურობდით, შემდეგ ამას პაუზა მოჰყვა…

 

მარინა: ეს პაუზა არ ნიშნავს იმას, რომ სიმღერები არ იქმნებოდა. იმ დროსაც ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი, უბრალოდ პაუზა პირადმა პრობლემებმა გამოიწვია. თუმცა ახლა ამ პრობლემებზე საუბარი არ მსურს, მთავარია, სიმღერა შეიქმნა და შედგა.

 

ეს როგორც ვიცი თქვენი რიგით მეორე თანამშრომლობაა…

 

ლაშა: დიახ, პირველი სიმღერა იყო „მოგონებები“, რომელიც მოგონებად დარჩა და ახლა ახალი პატრიოტული სიმღერით განვაგრძეთ. ახლა იმ ხალხის დაახლოებით 60% გვაკლია, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სიმღერის შექმნაში და ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ სიმღერისთვის.

 

როგორ შედგა კვარტეტ „მუხამბაზთან“ თანამშრომლობა?

 

მარინა: ძალიან მინდოდა, ეს სიმღერა ომახიანი ყოფილიყო. სწორედ ამ პერიოდში კვარტეტი „მუხამბაზი“ და ლაშა ერთად ფიქრობდნენ სიმღერის ჩაწერას და რადგან ეს იდეა უკვე არსებობდა, გადაწყდა, რომ ეს იდეა სწორედ ამ სიმღერაში განხორციელებულიყო.

 

მაინტერესებს როგორ შეიქმნა და დაიბადა ეს სიმღერის იდეა?

 

მარინა: ამ სიმღერის მელოდია 9 წლის წინ დაიწერა. მე ხშირად მიჭირს გადაწყვეტილების მიღება თუ რა ტექსტს უნდა მოერგოს ესა თუ ეს მელოდია. მქონდა საკუთარი ტექსტი, თუმცა დიდად არ მომწონდა და ამის გამო დამჭირდა გელა ჩადუნელთან თანამშრომლობა. მინდა ვთქვა, რომ ზვიად ბოლქვაძის გარეშე არაფერი გამოვიდოდა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, ასევე „სანოს სტუდიას“, სადაც ეს სიმღერა ჩაიწერა და ჯგუფ „მუხამბაზს“.




ლაშა რამიშვილი და კვარტეტი მუხამბაზი

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ლაშა რამიშვილი & მარინა გოჩიტაშვილი. გადაცემა "რადიო დუეტი"




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge