გადაცემა „რადიო დუეტის“ ეთერში აჩიკო ცანკაშვილისა და აჩი ფურცელაძის ერთობლივი სიმღერის „ტრიალებს“ პრემიერა შედგა
Ardaidardo.Ge
წლების განმავლობაში იმყოფებოდით რუსეთში. გაიხსენეთ ის წლები, როდესაც რუსეთში მოღვაწეობდით და რა იყო დაბრუნების მიზეზი?

 

აჩი ფურცელაძე: 11 წელი ვიყავი მოსკოვში. ამის მიზეზი კი ჩვენი საქმიანობისადმი დაფასებაა, თუნდაც ანაზღაურებით. ამასობაში იყო ორი პროექტი – „ვოისისა“ და „იქს ფაქტორის“ მაგვარი სატელევიზიო პროექტები. ამ გადაცემებმა დიდი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში, რადგან ცენტრალურ არხზე გამოჩენა ცნობადობას წევს. ჩამოვედი იმის გამო, რომ თითქოს დავიღალე, იქ ყველაფერი რთულია, აქაურობა ძალიან მომენატრა.

 

აქ რას საქმიანობთ?

აჩი ფურცელაძე: ჯერჯერობით არაფერს არ ვაკეთებ. უბრალოდ, ფინანსების გამო დავდივარ გასტროლებზე. გამოდის ისე, რომ იქ ვაკეთებ ფულს და აქ ვხარჯავ.

 

აჩიკო ცანკაშვილი, ხშირად ჩნდება ქართველი მსმენელის წინაშე და მერე ქრება…

 

აჩიკო ცანკაშვილი: ეს იმიტომ, რომ ხშირად დიდი დროით დავდივარ საზღვარგარეთ, ხანდახან 5- 6 თვით მიწევს ხოლმე წასვლა. ბევრი რით ვარ დაკავებული, „ყველაფერჩიკი“ ვარ.

 

თქვენი სიმღერის შესახებ მოგვიყევით.

 

აჩი ფურცელაძე: ძალიან კარგი მეგობრები გვყავს, ორივეს სტიმული მოგვცეს და მოგვანდომეს, რომ დუეტის სახით რაიმე შეგვექმნა. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ აქამდე ვერ მოვაბით თავი, რომ ერთად ჩაგვეწერა. ასევე აჩიკოსთნ ერთად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ნინა იაშვილს.

 

აჩიკო ცანკაშვილი: სიმღერა გახლავთ გოგი ცაბაძის „ვერის უბნის მელოდიებიდან“. ტექსტის ავტორი მორის ფოცხიშვილია, სიმღერის სახელწოდებაა „ტრიალებს“, ოღონდ ჩვენებური ვერსიაა, რომელიც დავით უგრეხელიძის სტუდიაში „სტუდია უნივერსალში“ ჩაიწერა.

 

სამომავლო გეგმებში რა გაქვთ?

 

სამომავლოდ ამ სიმღერაზე ვგეგმავთ კლიპის გადაღებას, ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე როგორც ერთად, ასევე დამოუკიდებლად.




აჩი ფურცელაძე და არჩილ ცანკაშვილი - ტრიალებს

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადეცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





აჩი ფურცელაძე & არჩილ ცანკაშვილი. გადაცემა "რადიო დუეტი"




ფოტოები

Ardaidardo.Ge

 

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge