შარშან: „რადიო დუეტში“ ზურაბ ჩინჩალაძის სიმღერის პრემიერა შედგა
Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ კომპოზიტორ-შემსრულებელი ზურაბ ჩინჩალაძე ეწვია

რა ხდება ახალი და საინტერესო?

 

ახალი ის არის, რომ რამდენიმე სიმღერაზე ვმუშაობთ. ამერიკაში დიდი გასტროლებისთვის ვემზადები. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, დიდი ხანია არაფერი დამიწერია.

 

თქვენს შემოქმედებაში სევდამ იმატა…

 

ტექსტი მომცეს, რომელიც ნამდვილად სევდანარევი იყო. სწორედ ამიტომ გამოვიდა სევდიანი სიმღერა.

 

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, რომლის სახელწოდებაა „შარშან“.

 

სიმღერა 1996 წელს დაიწერა, მაგრამ ამ გაზაფხულს აღვადგინე. კლიპი ჯონი ელაშვილმა ბაზალეთის ტბაზე გადაიღო. მინდა ჩამოვთვალო ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კლიპის გადაღებაში წვლილი შეიტანა. ესენი გახლავთ: გიორგი მაზანაშვილი, მერაბ სულუაშვილმა, დავით ქევხიშვილი, ზაზა გუგუშვილი. გიორგი სუარიძე. მსახიობები ანი წილოსანი და ლუკა ნიკოლეიშვილი არიან. კლიპში ჩემი მეგობარი რამაზ ხუცურაულიც გადავიღე. სიმღერა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სტუდიაში ჩაიწერა.

ყველამ ვინც ჩამოვთვალე, საკუთარი წვლილი შეიტანა იმაში, რომ კლიპს დღის სინათლე ეხილა.

 

როგორია სამომავლო გეგმები?

 

სამომავლო გეგმებში ერთთვიანი გასტროლებია უკრაინის სარესტორნო ქსელში. ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.




ზურა ჩინჩალაძე - შარშან

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.

 

 



ზურა ჩინჩალაძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი





ზურა ჩინჩალაძე - შარშან




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge