თან შრომა, თან დასვენება: ანდრია გველესიანმა მალდივებზე დასვენებისას კლიპი გადაიღო
Ardaidardo.Ge
მომღერალი გადაცემას „რადიო დუეტი“ ესტუმრა.

 

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, როგორია ამ სიმღერის ისტორია?

 

გეზი ავიღე წლის დასაწყისში, სიმღერებს მე ვწერ. კლიპი გადავიღე მალდივებზე, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვიყავით ერთი თვით დასასვენებლად. თან ვისვენებდით და თან ვმუშაობდით. კლიპის პრემიერა უკვე შედგა. ძალიან ფერადი და საზაფხულო გამოვიდა და ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად მიიღო.

 

როგორია სამომავლო გეგმები?

 

ძალიან მალე გამოვა ჩემი ალბომი. სამი სიმღერა უკვე მზად მაქვს, ამას დაემატება კიდევ რამდენიმე ახალი სიმღერაც.

 

რომელ სტუდიასთან თანამშრომლობთ?

 

ეს ბოლო ორი სიმღერა ზაზა ხუბუკელაშვილის სტუდიაში ჩავწერე. არანჟირებაც ზაზასი იყო. ტექსტი, მუსიკა და სხვა ყველაფრის ავტორი მე გახლავართ და ძალიან მომწონს, რომ ამ ყველაფრის შემქმნელი მე თვითონ ვარ. რადგან ვერავინ მოგარგებს ტექსტს და მუსიკას ისე, როგორც შენ თავად მოირგებ.

 

უახლოეს მომავალში თუ იგეგმება კონცერტები და ღონისძიებები?

 

ამ ეტაპზე, რადგან ზაფხულია, შესვენება მაქვს. როგორც მსახიობი და როგორც მუსიკოსი, ორივე ვარიანტში ვისვენებ. იყო რაღაც შოუების ჩაწერები, დახურვები, სადაც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ჯერჯერობით ერთი თვის განმავლობაში არაფერს ვგეგმავ. თუმცა აგვისტოში „ბლექ სი არენაზე“ არის პროექტი „ჩხიკვთა ქორწილი“, სადაც ზაქარას როლს ვთამაშობ და ძალიან ბედნიერი ვარ ამ პროექტში რომ ვიღებ მონაწილეობას.



ანდრია გველესიანი - კუნძულს

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ანდრია გველესიანი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge