გია დავითიანმა მამუკა ჩარკვიანის „ბლუზი“ 6 წლის შემდეგ გააკეთა
Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ ყველასათვის ცნობილი მომღერალი გია დავითიანი ესტუმრა და ახალი სიმღერა მოიტანა.


ვისაუბროთ თქვენს ახალ სიმღერაზე.

 

ეს არის უნიჭიერესი, ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის მამუკა ჩარკვიანის სიმღერა, რომელიც დიდი ხანია შეიქმნა. მე ვიხსენებ გარკვეულ პერიოდს, როდესაც 5-6 წლის უკან მამუკამ მითხრა, რომ გია შენ ეს სიმღერა მოგიხდებაო და ზუსტად ეს 6 წელია, მამუკას ნათქვამი მიტრიალებს თავში. ბოლოს გადავწყვიტე, რომ მეცადა.

 

ანუ სიმღერაზე მუშაობა ახალი დასრულებულია…

 

დიახ, ნამდვილად. სიმღერაზე მუშაობა ეს-ესაა დასრულდა. სიმღერა დათო უგრეხელიძის სტუდია „უნივერსალში“ ჩაიწერა. ძირითადად სულ ამ სტუდიაში ვმუშაობ.

 

სიმღერის სახელწოდებაზეც ვისაუბროთ.

 

სიმღერას ჰქვია „ბლუზი“. ისე დაემთხვა, რომ ჩემს რეპერტუარში უკვე მეორედ გამოიყენება ეს სახელი. პირველ სიმღერას ეწოდება „ვიმღეროთ ბლუზი“. ეს მეორე სიმღერა კი უბრალოდ „ბლუზია“.

 

სამომავლო გეგმები როგორია?

 

სამომავლო გეგმები დიდია, ანსამბლი „ალილო“ ჩემი სისხლის და სულის ნაწილია. ჩვენ ვაპირებთ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტის გამართვას, ასევე იგეგმება სხვადასხვა კონცერტები. „ქუჩის მუსიკოსების“ პროექტი გაკეთდება ბლექ სი არენაზე, რაც ძალიან მახარებს.




გია დავითიანი - ბლუზი

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




გია დავითიანი. გადაცემა "რადიო დუეტი".  ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge