წერის დროს, სულის რაღაც გამოძახილია… ზურა მირზიაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა
Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტში“ ცნობილი მომღერალი, ჯგუფ „ორერას“ ერთ-ერთი წევრი ზურა მირზიაშვილი და კომპოზიტორი, გიტარისტი შოთიკო მაისურაძე ახალი სიმღერით ესტუმრნენ.


მოგვიყევით რა ხდება თქვენს ცხოვრებაში საინტერესო?

 

შოთიკო: საინტერესოა ის, რომ ახალ სიმღერებზე ვმუშაობთ, დღეს კი პრემიერით ვართ მოსულები. რიგში კიდევ სამი საიმღერაა, რომლის პრემიერა სექტემბერში შედგება.

 

როგორია სიმღერის იდეა და ისტორია?

 

შოთიკო: ისტორიას მოგიყვებით: ზურა დამიკავშირდა და მითხრა, რომ კიდევ ერთი სიმღერის შესრულება უნდოდა. დავჯექი და დავიწყე სიმღერაზე მუშაობა. სიმღერა „მიყვარდი“ ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა. არანჟირებაც მას ეკუთვნის, რომელიც ძალიან თბილად და ტკბილად შეასრულა ჩვენმა ზურამ.

 

შენს მიერ შექმნილ სიმღერებში გარკვეულწილად შენივე ისტორიები თუ იდება?

 

შოთიკო: სხვანაირად არ შეიძლება, როგორც მხატვრისთვის ნახატი, პოეტისთვის ლექსი, ყველა რაღაც ისტორიას ასახავს. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. წერის დროს, სულის რაღაც გამოძახილი იწერება ხოლმე.

 

ზურა, რა ხდება შენსკენ, როგორია შენი გეგმები?

 

ზურა: სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, ბატონი გენო ნადირაშვილის ვარსკვლავი, ბოლო კონცერტიც, ამ ვარსკვლავთან დაკავშირებით იყო, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა, რის გამოც მთელი ანსამბლი, „ორერას“ მონაწილეები ძალიან გახარებულები და კმაყოფილები ვართ. კონცერტებთან დაკავშირებით ბევრი გეგმებია.

 

სოლო კარიერაზე რას გვეტყვით?

 

ზურა: ერთ-ერთი ახალი სიმღერა გახლავთ „მიყვარდი“, რომელიც დღეს დაპრემიერდება. ხოლო, როდესაც დავაგროვებ სოლო სიმღერების გარკვეულ რაოდენობას, მაშინ საკუთარ ალბომსაც გამოვუშვებ.



ზურა მირზიაშვილი - მიყვარდი

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.



ზურა მირზიაშვილი & შოთა მაისურაძე - რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს. Live




ზურა მირზიაშვილი და შოთა მაისურაძე. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge